თუ ჩიტი იპოვეთ
თუ ჩიტი იპოვეთ
ჩვენ ქუჩაში ხშირად ვპოულობთ მიტოვებულ ცხოველებს – ძირითადად კატებსა და ძაღლებს. თუმცა, ჩვენი დახმარება შეიძლება ფრინველებსაც დასჭირდეთ. როგორ და რით შეგვიძლია მათი დახმარება?

ქუჩიდან აყვანილ ბინადრებზე საუბრისას მაშინვე გვახსენდება ფრაზა – "ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მივიჩვიეთ". ამიტომ პირველ რიგში გვინდა ვთქვათ: თუ თქვენ გადაწყვიტეთ აიყვანოთ ჩიტი, უნდა გესმოდეთ, რომ მასზე პასუხისმგებლობას იღებთ. ანუ, მისი შემდგომი ბედი თქვენზე იქნება დამოკიდებული.

ავადმყოფი, ან საეჭვო ფრინველის აყვანა არ ღირს. თუმცა, სამწუხაროდ, გარეგანი ნიშნების მიხედვით ამოცნობა, რომ ეს შემთხვევა მძიმე და უიმედოა, უკიდურესად
რთულია.

Zooclub

ფრინველის საშიში დაავადებები

არის რამდენიმე სერიოზული დაავადება, რომელიც სარისკო შეიძლება იყოს ადამიანისთვის. მათგან ყველაზე
ძირითადი – ორინტოზი Chlamidophila psitaci-ა, სალმონელოზი შალმონელლა და ფრინველის გრიპი.

ორინტოზი Chlamidophila psitaci - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ასევე "თუთიყუშების დაავადებას" უწოდებენ. ადამიანი ამ ინფექციით შეიძლება დაავადდეს ავადმყოფ ფრინველთან კონტაქტით და ჰაერწვეთოვანი გზით.

ბარტყის ასაკის მტრედებს ორინტოზი გამოაჩნდებათ კუჭის აშლილობის სახით, აფუებული ბუმბული. გარდა ამისა, ორინტოზით დაავადებული პატარები ნელ-ნელა იმატებენ წონაში. უფროსი ასაკის ფრინველს ავადმყოფობა სურდოს, კონიუქტივიტის, ცრემლდენისა და ხრიალის სახით უვლინდება.

უფროსი ასაკის თუთიყუშები კარგავენ მადას, ეძინებათ, კონიუქტივიტი, აქვთ საერთო სისუსტე, კუჭის აშლილობა, რომელიც იწვევს დაუძლურებასა და დაღუპვას. ახალგაზრდა თუთიყუშებს ხშირად კონიუქტივიტი ორივე თვალს უზიანებს (ორმხრივი კონიუქტივიტი), აღინიშნება გამონადენი ნისკარტიდან, უჩნდებათ სინათლის შიში, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება, სკლინტი იძენს მწვანე და ყვითელ შეფერილობას.


Zooclub

სალმონელოზი Salmonella spp ასევე საშიშია ჩვენთვის: მისით დაავადება შეიძლება ავადმყოფ ფრინველთან კონტაქტის შედეგად ან საჭმელად უმი, ან ბოლომდე მოუხარშავი კვერცხის გამოყენებით. სალმონელოზით დაავადებული ფრინველები ხდებიან მოწყენილები, ბუმბული აქვთ აშლილი, ბიბილო – უფერო და გვერდით გადახრილი, ხოლო კუჭი აშლილი და მწვანე ფერის.

კიდევ ერთ დაავადებაზე, რომლითაც შეიძლება დაავადდეს ადამიანი რამდენიმე ხნის წინ იყო საუბარი: ეს არის გრინველის გრიპი Influenza virus. ავადმყოფობის მსვლელობისას ფრინველი იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში, მცირედმოძრავია, ეწყება ლორწოვანი გარსის შეშუპება, ისინი ივსება სისხლით. ცხვირიდან იწყება ლორწოს დენა, ეწყება ხრინწიანი სუნთქვა, ბიბილო ულურჯდება, ფრინველს უვითარდება კომატოზური მდგომარეობა.

Zooclub

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ნაპოვნ ჩიტს ფრინველის გრიპის გარეგანი კლინიკური ნიშნები ყოველთვის არ აქვს: დაავადებამ შეიძლება მიიღოს ფარული ფორმა. ქათმის გრიპით დაავადების შედარებით მაღალი რისკია ავადმყოფ, ან დავარდნილ შინაურ ან გარეულ ფრინველთან მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში.


როგორ ვუშველოთ ფრინველს

თუ თქვენ ვერ შეძელით დაზიანებული ფრინველისთვის, რომელიც დახმარებას საჭიროებს გვერდის ავლა, აუცილებელია გახსოვდეთ რამდენიმე უბრალო რჩევა, თუ როგორ უნდა მოექცეთ ჩიტს და რა უნდა გაუკეთოთ პირველ რიგში.

ნაპოვნი ჩიტი ჯობია ჩასვათ ყუთში. მისი აყვანა ჯობია ზურგის მხრიდან, რომ ფრთები დაწყობილი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამ მომენტში ხელთათმანების ჩაცმა ჯობია. თუ არ გაქვთ, ფრინველთან კონტაქტის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები.


Zooclub

თუ ჩიტი შეშინებულია და გაფრენას ლამობს, შეიძლება დამატებით გადააფაროთ მცირე ზომის ნაჭრი და ამოუკეცოთ. ყუთი, სადაც ფრინველია მოთავსებული, უნდა იკეტებოდეს. მაგრამ თუ ფრინველი ავადაა, ის ვერ გაფრინდება.

აყვანილი ფრინველი სასურველია, რაც შეიძლება მალე აჩვენოთ ექიმ-ორინტოლოგს. თუ თქვენ ახლომახლო არ არის ასეთი სპეციალისტი, ანახეთ ფრინველი საერთო პრაქტიკის მქონე ვეტექიმს. ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან მიუხედავად ერთი შეხედვით გარკვევისა, ფრინველი ავადაა თუ ტრავმირებული, დეტალური კლინიკური გასინჯვის გარეშე ვერ მოხდება იმის გარკვევა, თუ რა აწუხებს მას. ასევე, იმის მიუხედავად, რომ თქვენ გგონიათ, თითქოს ფრინველს ყველაფერი წესრიგში აქვს, ან თქვენ სულ ბარტყი იპოვეთ, სპეციალისტის დახმარება მაინც აუცილებელია: ექიმი გაარკვევს ჯანმრთელია თუ არა ბარტყი და აგიხსნით როგორ მოვლას საჭიროებს.


აყვანილი ფრინველის ბედი


როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ნაპოვნ ფრინველთა უმეტესობას ადამიანები იტოვებენ ან ისინი შინაურდებიან. ამასთან, თუ ფრინველი არაა შინაური და მკურნალობა მისი გამოჯანმრთელების საშუალებას გვაძლევს, მაშინ უმჯობესია გამოჯანმრთელებულ და გაძლიერებულ ბინადარს თავისუფლება დავუბრუნოთ და ბუნებაში გავუშვათ.

Zooclub

უცხოეთში არსებობს შინაური ფრინველების სპეციალური თავშესაფრები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი ფასიანია. თუ მპოვნელ ადამიანს არა აქვს ფრინველის მოვლის საშუალება, ჯობია, იგი სხვა კარგ ადამიანს მისცეს: ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ თვალყური ადევნოთ თქვენი მეურვეობის ქვეშ მყოფი ფრინველის ცხოვრებას.



ტეგები
ნინო
საქართველოში არ ჰყავთ ორნიტოლოგი, სად არ დავრეკე, მაგალითად აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში - არ ჰყავთ ორნიტოლოგი, მომცეს ზოოპარკის კონტაქტი - დათო - ტელეფონის ნომერი არ მახსოვს, გადავაგდე, იმიტომ რომ ამ დათომაც ვერაფრით ვერ მიშველა... საქართველოში ორნიტოლოგი არ არის!
ნია
ქეთის ზოოპარკში ჰყავთ კარგი ორნიტოლოგი, დათო 599448275 მისი ტელეფონია, იქნებ ვინმეს გამოადგეს...
მირჩიეთ
რა გავაკეთო მტრედებმა დაიდეს ბინა ჩემი სახლის სხვენში. მოსვენებას არ მაძლევენ ღამითაც კი ხმაურობენ და დილაზე აღარ მაქვს საუბარი. გავყარე, მაგრამ მაინც მოვიდნენ, ნერვოზი დამმართეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იქნებ მირჩიოთ რამე, რა ვქნა? ნეტა ვიცოდე ისეთი რამ რაც მათ სძულთ, რომ აღარ მოეკარონ სახლს ახლოს. ერთზე და ორზე არ მაქვს საუბარი სადღაც თხუტმედამდე იქნება.
kato
ქეთის ვეთანხმები, ორნიტოლოგები საქართველოს არ ჰყავს. გული მიკვდება როცა ვხედავ პატარა ჩიტს, რომელსაც ვერავინ შველის, ექიმი ვერ ხვდება რა სჭირს და როგორ უშველის. მძიმეა ამ ყველაფრის ატანა , არადა გარეთ XXI საუკუნეა, ჩვენთან კი ისევ უკუნია ამ მხრივ
keti
სადაა საქართველოში ფრინველების ექიმი - ორნიტოლოგი? და არც ლაბორატორიაა შესაბამისი, რომ მათ ანალიზები გავუკეთოთ. ისე მეცოდებიან ფრინველების პატრონები, ღმერთი თუ უშველით თორემ.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?