პატრონს სამზარეულოს კარის დაკეტვა დაავიწყდა... ძაღლებმა საღებავი იპოვეს და "ჰალკებად" გადაიქცნენ (სახალისო ვიდეო)
ძაღლის პატრონებზე უკეთ არავინ იცის, რომ მათი ბინადრები არა მხოლოდ საუკეთესო მეგობრები, არამედ საოცრად ცელქებიც არიან. მათ უნარი აქვთ, მოხვდნენ ისეთ მოულოდნელ ადგილებში, სადაც არაფერი ესაქმებათ.

ეს ისტორიაც ტაილანდში მცხოვრებ დაუმორჩილებელ ფრანგულ ბულდოგებზეა, რომლებიც ხშირად ებმებიან სახალისო თავგადასავლებში.

ძაღლებმა საკონდიტრო საღებავი იპოვეს და პატრონი თავიანთი ბეწვის მკვეთრი ცვლილებით გააოცეს.

შინაური ცხოველების მფლობელმა სოციალურ ქსელში ფრანგული ბულდოგების ფოტო გაავრცელა. ნახეთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი "ინციდენტამდე":

Zooclub

პატრონმა აღიარა, რომ ღამით სამზარეულოს კარი ღია დარჩა, მავნე ბინადრებმა საკონდიტრო მწვანე საღებავი იპოვეს და ყველაფერი დასვარეს.

Zooclub

ოჯახის დიასახლისმა სოციალურ ქსელში
აღნიშნა, რომ ძაღლებმა არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ყველა ოთახი გაამწვანეს.

ამასთანავე ცხოველები გახარებულები დარბოდნენ,
ხტუნაობდნენ, თითქოს არაფერი დაუშავებიათ.

Zooclub

ოჯახის წევრებმა ძაღლები სამჯერ დაბანეს, თუმცა, საღებავის სრულად მოშორება ვერ შეძლეს. საბედნიეროდ, ამას ცხოველების ჯანმრთელობაზე არ უმოქმედია. ისტორია სახალისოა, მაგრამ საყურადღებოც. შინაური ბინადრების პატრონი ცხოველების მფლობელებს ურჩევს: "საშიში ნივთები ცელქი ბინადრებისგან მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ, არავინ იცის, რა შეიძლება გამოიწვიოს ერთმა უმნიშვნელო ნივთმაც კი".

ასევე იხილეთ:

"ვიღაც რეკავდა 911-ში და ხმას არ იღებდა", პოლიციამ დამნაშავეები 16 ზარის შემდეგ გამოავლინა

მამაკაცმა ვიდეოზე აღბეჭდა, თუ როგორია მისი ცხოვრება კატასა და ძაღლთან ერთად

სახლში მარტო დარჩენილმა ჰასკიმ და გერმანულმა ნაგაზმა "წვეულება" მოიწყეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?