სახლში მარტო დარჩენილმა ჰასკიმ და გერმანულმა ნაგაზმა "წვეულება" მოიწყეს
სახლში მარტო დარჩენილმა ჰასკიმ და გერმანულმა ნაგაზმა "წვეულება" მოიწყეს
ბრიტანელმა ჩარის ვაიტმა სახლში დაბრუნებისას უკვე იცოდა, რომ მას სიურპრიზი ელოდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეგობარმა ბიჭმა ჯერ კიდევ დილით შეატყობინა ძაღლების მიერ სახლში დაზიანებულ ნივთებზე. გოგონამ ინფორმაცია მშვიდად მიიღო, რადგან მსგავსი ქმედებები შინაური ცხოველებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მით უმეტეს, თუ სახლში ახალგაზრდა ჰასკი და ენერგიული ნაგაზი ცხოვრობს.

ჰასკმა ელმომ და გერმანულმა ნაგაზმა მოლიმ თავის პატრონს ნამდვილი სურპრიზი მოუწყეს.

Zooclub

მეგობარმა ბიჭმა გოგონა დილითვე გააფრთხილა, რომ შინაურმა ცხოველებმა სახლში ყველაფერი დაანგრიეს.

Zooclub

როდესაც ჩარისი სახლში შევიდა, მას ძაღლები პუფის შესავსები ბურთულებით ამოსვრილები შეხვდნენ.

Zooclub

ოთახები მთლიანად დაფარული იყო თეთრი ბურთულებით.

Zooclub

ნანახით გოგონა შოკში იყო, თუმცა, მან ხულიგანი ძაღლების პატიება
შეძლო.

ჩარისი დაახლოებთ ორი საათი ალაგებდა ოთახებს, თუმცა, თეთრ ბურთულებს სახლის სხვადასხვა კუთხეში დღემდე პოულობს. გოგონა თვლის, რომ ამ ავანტიურაში მოლიმ ელმა დაიყოლია, რადგან მოლი ყოველთვის აურზაურის ინიციატორია.

Zooclub

ამის შემდეგ, პატრონმა იცის, რომ ეს ორი ცელქი არსება დიდი ხნით სახლში მარტო არ უნდა დატოვოს, რადგან უცნობია, თუ როგორ წვეულებას მოაწყობენ შემდეგ ჯერზე.

ასევე იხილეთ:

ოჯახმა ჰასკი ერთი საათით მარტო დატოვა

ჯიუტი ჰასკი პატრონს მანქანაში ადგილს არ უთმობს

15 შემთხვევა, როდესაც პატრონმა შინაური ცხოველი სახლში მარტო დატოვა და ამას ნანობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?