error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/3f7b746f80fa0c43f0bce03370f3fc60.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ჰალკს, ყველაზე დიდ პიტბულს მსოფლიოში, 8 უსაყვარლესი ლეკვი შეეძინა. მათი ღირებულება ნახევარ მილიონს აღწევს
ჰალკს, ყველაზე დიდ პიტბულს მსოფლიოში, 8 უსაყვარლესი ლეკვი შეეძინა. მათი ღირებულება ნახევარ მილიონს აღწევს
გახსოვთ ჰალკი, ყველაზე დიდი პიტბული მსოფლიოში? იგი კარგად ნასწავლი და პროფესიონალურად მომზადებული ძაღლია, რომელიც თავისი პატრონის ყველა ბრძანებას ასრულებს და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა ისინი სიცოცხლის ფასადაც დაიცვას.

ცოტა ხნის წინ ჰალკი ბედნიერი მამა გახდა. მას 8 უსაყვარლესი ლეკვი შეეძინა.

ჰალკის პატრონები ნიუ-ჰემპშირელი (აშშ) მარლონი და ლიზა რენანები არიან.

“მათი მამა ნამდვილი ლეგენდაა", - სიამაყით ამბობენ მარლონი და ლიზა, - "ამიტომ მათ ლეკვებსაც აქვთ უდიდესი პოტენციალი, რომ მამის კვალს გაყვნენ და არანაკლები პოპულარობა მოიპოვონ. ლეკვების უმეტესობა უკვე გაყიდულია - აი, რას
ნიშნავს კარგი შთამომავლობა”.

ერთი ლეკვის ღირებულება 55 000$-ია.

ჰალკი ნაზი გიგანტია და ძალიან კარგი მამა.
მას შეუძლია საათობით იწვეს და ეფეროს თავის ლეკვებს. ჰალკმა დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ასეთი უზარმაზარი ძაღლიც კი, იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად აზღრდით და ასწავლით, შეიძლება საუკეთესო შინაურ ძაღლად იქცეს. “

“ჩვენი შვილი ჯორდანი არც ერთ ჩვენს ძაღლს არასოდეს დაუკბენია და ჩვენ არ ვუშვებთ აზრსაც კი, რომ ასეთი რამ ოდესმე შეიძლება მოხდეს", - ამბობენ მშობლები, - "ის 100%-ით უსაფრთხოდაა, როდესაც მათთან ურთიერთობს.
ჩვენ უზომოდ გვიყვარს ჰალკი. ამის აღწერა სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია”.

იხილეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ვიდეო


laki
არაა სუფთა სისხლის პიტბული და ამიტომაცაა დიდი,თან კვებავენ სტეროიდებითა და საკვები დანამატებით.მისი ლეკვი მასავით დიდი ან გახდება ან არა.
Queen
მთვავარია პოატრონი როგორ გაზრდის ძაღლს
elene-ს
მათი ღრებულება აღწევს ნახევარ მილიონს და არა ერთი ლეკვის ღირებულება. 8 გავამრავლოთ 55 000$-ზე და კი იქნება ნახევარ მილიონამდე :)
elene
55 000$ ნახევარი მილიონია? ეტყობა ერთი ნოლი ან დააკლდათ ან მოუმატეს.:)
წაიკითხეთ ყურადღებით
წინა თემაც დევს და მანდაც არის მითითებული, რომ ამ ოჯახში ამ ჯიშის დედალი და მამალი ყავთ და იმათ გაუჩნდათ ლეკვები, შესაბამისად აქ მთავარი ცნობილი ძღლი იყო მამალი და აქცენტიც მასზეა. რა არის გაუგებარი?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?