მამაკაცმა ვიდეოზე აღბეჭდა, თუ როგორია მისი ცხოვრება კატასა და ძაღლთან ერთად
მამაკაცმა ვიდეოზე აღბეჭდა, თუ როგორია მისი ცხოვრება კატასა და ძაღლთან ერთად
პატრონისთვის ერთი სახეობის ცხოველების თანაცხოვრება მარტივი არაა, რადგან მათი თამაშის ან ჩხუბის დროს სახლში ქაოსი და აურზაურია, თუმცა, ცხოველთა მოყვარული ადამიანი ორი  ცხოველისგან ორმაგ სიყვარულს იღებს. კიდევ უფრო რთულია სხვადასხვა სახეობის ცხოველების ერთად ყოფნა, ამ შემთხვევაში საუბარია ძაღლებსა და კატებზე.

კატა და ძაღლი საუკეთესო მეგობრები ხდებიან, როდესაც ერთად იზრდებიან. ზოგიერთი მათგანი იმდენად ეჩვევა ერთმანეთს, რომ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ. კატის მფლობელებმა კარგად იციან, როგორია მათი თამაში -დაუნდობელი და დაუსრულებელი. ისინი თითქოს ერთმანეთთან ჩხუბობენ.

მამაკაცმა ვიდეოზე აღბეჭდა თავისი ცხოვრების რამდენიმე წუთი, თუ
როგორ ცხოვრობს კატასა და ძაღლთან ერთად. რთულია, მშვიდად იყო იმ დროს, როცა შინაური ცხოველები თამაშობენ,
თუმცა, პატრონი მოთმინებით ზის სავარძელში და ტელევიზორს უყურებს, თითქოს მის გარშემო არაფერი ხდება.

"ამ დროს, საუკეთესო გამოსავალი სიმშვიდეა. რაც მეტად ჩაერევი, მით მეტად ღიზიანდებიან ცხოველები და შესაძლოა, მათ შორის მეგობრული ჯაჭვი გაწყდეს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო", - ამბობს ცხოველთა მოყვარული მამაკაცი.

იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მშვიდად უყურებს ის ტელევიზორს, როცა მის გვერდით ორი ცელქი ცხოველია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?