უზარმაზარ ალიგატორს მომვლელი საკუთარი ხელიდან კვებავს (უჩვეულო ვიდეო)
სავანა ბოანი ნაკრძალ "თეთრი ალიგატორების ჭაობის" თანამშრომელია, რომელიც გატორლანდის პარკის (ფლორიდის შტატი) ტერიტორიაზე მდებარეობს. ის დიდი ხანია ზრუნავს ნაკრძალის მტაცებლებზე, რომელთა შორის უიშვიათესი თეთრი რეპტილია ტრეზოსიც ბინადრობს.

პარკის თანამშრომლებმა ვიდეოზე გადაიღეს, თუ როგორ კვებავს სავანა მეგობრულ მტაცებელს: "თეთრი ალიგატორების ჭაობი სპეციალურად შეიქმნა ალბინოსი და ლეიციზმის მქონე ალიგატორებისთვის, რომლებიც შუქის მიმართ მგრძნობიარენი არიან.

სავანა ბოანი ჩვენი კოორდინატორია, რომელიც რეპტილიების კვების რაციონზე ზრუნავს. ის შევიდა ალიგატორების სამყოფელში, რათა ტრეზოსი გამოეკვება. ეს მტაცებელი მსოფლიოში ერთ-ერთია იმ 12 ალიგატორს შორის, რომელიც ლეიციზმის შეფერილობით გვხვდება", - წერს
სოციალურ ქსელში ვიდეოს ავტორი.

ალბინიზმი - მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმში არ არის მელანინი, იმ დროს, როდესაც
ლეიციზმი პიგმენტაციის ნაწილობრივი არ ქონაა. ამ შემთხვევაში ცხოველს, რეპტილიას ან ფრინველს აქვს ნაწილობრივ თეთრი ან ლაქიანი კანი, ბეწვი ან ბუმბული.

ასევე იხილეთ:

მამაცი გოგონა 4-მეტრიან ალიგატორს საკუთარი ხელიდან აჭმევს

იგუანას გამოკვების ყველაზე საშიში მეთოდი

ბრაზილიელმა მეთევზემ გადაიღო უზარმაზარი ანაკონდა, რომელიც მდინარეზე მშვიდად მიცურავდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?