იგუანას გამოკვების ყველაზე საშიში მეთოდი (+ვიდეო)
ქალაქ პარკლენდის (ფლორიდის შტატი, აშშ) ერთ-ერთ ზოომაღაზიაში შესულმა მომხმარებელმა გამყიდველისგან ნებართვა აიღო, რომ უზარმაზარი იგუანა გამოეკვება. იქ მყოფები გააოცა მეთოდმა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცმა მიმართა.

მან ცხოველისთვის განკუთვნილი საკვები ენის წვერზე დაიდო და იგუანას მიაწოდა. უზარმაზარმა ხვლიკმა სასუსნავი მაშინვე დააგემოვნა.

ვიდეო ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა. მას არაერთი კომენტარი მოჰყვა. "ველოდებით შემდეგ ვიდეოს, სადაც ეს ბიჭი ნიანგს იგივე მეთოდით აჭმევს", - დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ასევე იხილეთ:

ეს ძაღლის სიდიდის ხვლიკი ყველაზე ცნობილი რეპტილიაა ინტერნეტ სივრცეში

აბაზანაში მომწყვდეული ვირთხის დაჭერის მცდელობამ სრული კრახი განიცადა

მამაცი გოგონა 4-მეტრიან ალიგატორს საკუთარი ხელიდან აჭმევს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?