პატრონმა თავშესაფრიდან აყვანილ ძაღლს თავად გაუკეთა სახლი, რომელიც ერთოთახიან ბინას ჰგავს
პატრონმა თავშესაფრიდან აყვანილ ძაღლს თავად გაუკეთა სახლი, რომელიც ერთოთახიან ბინას ჰგავს
რას არ ვაკეთებთ საყვარელი შინაური ცხოველისთვის - დილის ექვს საათზე სასეირნოდ მიგვყავს, მისთვის ყველაზე ხარისხიან საკვებს ვეძებთ, შესაძლოა, ღამეც კი გავათენოთ, თუ ჩვენი ბინადარი ავად გახდა და ა.შ. 

და აი, შონ ფერელიმ გადაწყვიტა, რომ მისი ძაღლი, ბასტერი, საკუთარ ჭერს იმსახურებს და მისთვის სახლის გაკეთებას შეუდგა.

შონმა ბასტერი თავშესაფრიდან აიყვანა, თუმცა, ძაღლი მის მიმართ უნდობლობას გამოხატავდა. ამიტომ, პატრონმა იფიქრა, რომ ცალკე კუთხე ცხოველს შეჩვევასა და განმარტოებით ყოფნაში დაეხმარებოდა.

ერთი "მაგრამ" მაინც არსებობდა - ამ დრომდე, შონს საკუთარი ხელით არაფერი შეუქმნია, მაგრამ, თუ
ძაღლის სახლის საბოლოო ვარიანტს შეხედავთ, ვერავინ იფიქრებს, რომ ეს შონის პირველი მცდელობა იყო.

შონ ფარელმა
თავისი ძაღლი ბასტერისთვის ცალკე სახლის გაკეთება გადაწყვიტა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი პირველი ხელობა იყო, შედეგი საოცარი გამოვიდა.

Zooclub

ძაღლი რამდნიმე თვეა, შონთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, პატრონმა მისი ნდობა ჯერ ვერ მოიპოვა.

Zooclub

შონმა იფიქრა, რომ ცალკე სამყოფელი ბასტერს სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმარებოდა.

Zooclub

მისი თქმით, ეს სახლი, ძაღლის საკუთარი სივრცე იქნება, სადაც თავს გაცილებით დაცულად იგრძნობს.

Zooclub

მამაკაცმა სახლის კარის თავზე გააკეთა წარწერა "იავნანას" სიმღერიდან, რომელსაც ის ზოგჯერ ბასტერს უმღერის.

Zooclub

მოსიყვარულე პატრონმა სახლს სახელიც დაარქვა - "ბასტერის ბუდუარი".

Zooclub

აქ ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის - ვენტილაცია, საწოლი, ყვავილები, სათამაშოები და სურათებიც კი.

Zooclub

როგორც ჩანს, ბასტერი კმაყოფილია თავისი ახალი სახლით.

Zooclub

საკუთარი სახლის ჭერქვეშ ძაღლს გაცილებით მშვიდად სძინავს.

Zooclub

ბასტერმა მადლობა უნდა გადაუხადოს მოსიყვარულე პატრონს, რადგან შონმა ეს ყველაფერი თავისი ხელით შექმნა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ამერიკელმა 230 000 დოლარად სახლი აკვარიუმად გადააქცია

ზაზუნა, რომელიც სათამაშო სახლში ცხოვრობს, რეგულარულად ალაგებს თავის საძინებელ ოთახს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?