ზაზუნა, რომელიც სათამაშო სახლში ცხოვრობს, რეგულარულად ალაგებს თავის საძინებელ ოთახს (+ვიდეო)
ზაზუნა, რომელიც სათამაშო სახლში ცხოვრობს, რეგულარულად ალაგებს თავის საძინებელ ოთახს (+ვიდეო)
მანჩესტერის მცხოვრები, 29 წლის ტიფანი ჟანგი ამტკიცებს, რომ მისი ბინადარი რეგულარულად ასუფთავებს თავის საძინებელ ოთახს.

ზაზუნას, სახელად ყველი (Cheese), საკუთარი სახლი აქვს. იგი საკვებს ჯამიდან კოვზით მიირთმევს. მღრღნელის პატრონმა ზაზუნას საკუთარი სახლი გაუკეთა და მოუწყო. ცხოველს საკუთარი საძინებელი ოთახი, ავეჯი და საკვები აქვს. პატრონის თქმით, ზაზუნა რეგულარულად ალაგებს საძინებელ ოთახს.

ტიფანიმ სპეციალურად იყიდა სათამაშო სახლი და შეარჩია ავეჯი, რომელიც ზომით თავის პატარა ბინადარს მოერგო.

"მინი-ბალიში, თეფში, კოვზი და ჯამი იაპონიიდან არის. ისინი ტოკიოში შევიძინე. სათამაშოების კოლექციონერი ვარ. ისინი ჩემს ზაზუნას
ზუსტად მოერგო ზომაზე", - ყვება პატრონი.

იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?