ამერიკელმა 230 000 დოლარად სახლი აკვარიუმად გადააქცია
ამერიკელმა 230 000 დოლარად სახლი აკვარიუმად გადააქცია
"Metro"-ს ცნობით, ამერიკელმა მარტინ ლაკინმა საკუთარი სახლი შიგნიდან დაანგრია და მის კედლებში აკვარიუმი ააშენა.

5 000 ლიტრიანი აკვარიუმის სახლის კედლებში დაყენებას 6 თვე დასჭირდა და 230 000 დოლარი დაჯდა. მშენებლები აფრთხილებდნენ პატრონს, რომ შენობა შეიძლება დანგრეულიყო, მაგრამ ამან მამაკაცი ვერ შეაჩერა.

49 წლის ლაკინის სახლში, სადაც ის ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს, ადრე უკვე იყო აკვარიუმი, თუმცა, ოჯახის უფროსს ის პატარა ეჩვენებოდა. საცხოვრებელი ფართის გასადიდებლად მან გადაწყვიტა უფრო დიდ სახლში გადასულიყო, მაგრამ ცოლმა
ამის უფლება არ მისცა. მაშინ წყვილმა გადაწყვიტა, რომ აკვარიუმს ამ სახლშივე გაადიდებდნენ.

აკვარიუმში 120 თევზი გაუშვეს, განათავსეს ნახევარი ტონა ცოცხალი მარჯანი, ასევე სპეციალური ტექნიკა
(მათ შორის ავტომატიზირებული ფანჯარა სახლის თავზე), ტუმბოები და კომპიუტერი, რომელიც აკვარიუმის მდგომარეობას 24 საათის განმავლობაში აკვირდება.

2015 წლის იანვარში ნიუ-იორკის შტატში კიდევ ერთმა ადამიანმა ბულდოზერით დაანგრია საკუთარი სახლი, სანამ ცოლი სამუშაოდან დაბრუნდებოდა. როგორც პოლიციაში განაცხადეს, მას ბრალი დასდეს ბოროტ ხულიგნობაში და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?