ძაღლი პოლიციელებს დაკარგული ბავშვის პოვნაში დაეხმარა
ძაღლი პოლიციელებს დაკარგული ბავშვის პოვნაში დაეხმარა
დედა სამსახურში წავიდა, ხოლო ორი წლის ბიჭი პრინსტონი სახლში მამასთან დარჩა. მათთან ერთად იყო ძაღლი, სახელად აპოლო.

როგორც კი მამა რამდენიმე წუთით საქმეზე გადაერთო, ბავშვი დაიკარგა. ოჯახი, მიჩიგანის შტატში (აშშ),  ტყის სიახლოვეს ცხოვრობს. პირველ რიგში, მშობელმა ტყის ნაპირი დაათვალიერა. საბედნიეროდ, ძაღლიც დაიკარგა და იმედი გაჩნდა, რომ ოთხფეხა მეგობარმა პატარა მარტო არ დატოვა.

მამაკაცმა შვილის დაკარგვის შესახებ პოლიციას შეატყობინა და რამდენიმე წუთის შემდეგ 2 წლის ბიჭს ათობით სამართალდამცველი ეძებდა. მათ შეამოწმეს სახლის სიახლოვეს მდებარე ჭაობები, მდელოები...

ბოლოს ერთ-ერთი პოლიციელის ყურადღება მიიქცია დიდი ზომის
ძაღლის თათის ნაკვალევმა და მისი მიმართულებით წავიდა. ეს იყო აპოლო, რომელმაც ბავშვი არ მიატოვა და
მას თან გაჰყვა.

Zooclub

ბიჭუნა სახლიდან პამპერსით სასეირნოდ  გავიდა. იგი გზაზე დაკარგა. ყველაფერი კარგად დასრულა - ბავშვს მხოლოდ კოღოს რამდენიმე ნაკბენი ჰქონდა.

Zooclub

პოლიციის განყოფილების უფროსმა, დენიელ ებოტმა განაცხადა, რომ სწორედ აპოლომ გადაარჩინა პრინტონი, რადგან მან კვალი დატოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუვალ ტყეში ბავშვის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.  მადლობის ნიშნად, სამართალდამცველებმა ბოქსიორისა და ბულტერიერის მეტისს გემრიელი სასუსნავი და საკვები აჩუქეს.

ასევე იხილეთ:

მთებში დაკარგული 14 წლის ბიჭი ლაბრადორმა გადაარჩინა

11 წლის გოგონამ და ძაღლმა მთებში ჩარჩენილი თხა ახალშობილ თიკანთან ერთად გადაარჩინეს

17 წლის სმენადაქვეითებული ძაღლი ტყეში დაკარგულ ბავშვს მთელი ღამე იცავდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?