მთებში დაკარგული 14 წლის ბიჭი ლაბრადორმა გადაარჩინა
მთებში დაკარგული 14 წლის ბიჭი ლაბრადორმა გადაარჩინა
მექსიკის მთებში ლაბრადორმა გადაარჩინა ბიჭი, რომელიც ჩამორჩა ჯგუფს და დაიკარგა. მათ ერთად დაახლოებით 2 დღე გაატარეს.

"14 წლის ჟან ერიბერთო თრევინო მექსიკის მთების საზაფხულო ბანაკში ცხოვრობდა. მოზარდი შემთხვევით ჩამორჩა ჯგუფს, ფეხი დაუცდა და გადავარდა."-წერს "Metro.co.uk"-ი.

შედეგად, მან ტრავმა მიიღო და ბანაკამდე ვერ მივიდა, თუმცა, ჟანს გაუმართლა. ის შეამჩნია ლაბრადორმა მაქსმა, რომელიც ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე გაიცნო.
მაქსმა ბავშვი არ მიატოვა და ბოლომდე მასთან დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი სულ რამდენიმე საათის წინ გაიცნეს.

"ის გვერდიდან არ მშორდებოდა, თავს დაცულად ვგრძნობდი. როცა
შემცივდა, მაქსს ვეხუტებოდი და ისე ვთბებოდი. მას ჩემს ფეხებზე ეძინა."-ამბობს ჟანი.

ძაღლი არა მხოლოდ ათბობდა
ბიჭს, მან წყალსაც მიაგნო, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი იყო.

მაშველებმა ჟანი და მაქსი ინციდენტიდან 44 საათის შემდეგ იპოვეს. ნათელი იყო, რომ ბავშვი ძაღლმა გადაარჩინა.

Zooclub

"ამ ტერიტორიაზე მარტივად შეიძლება დაიკარგო. მეტიც, ღამე ძალიან ცივი კლიმატია. ბავშვს ძალიან გაუმართლა, რომ ძაღლი მასთან ერთად იყო."- ამბობს ადგილობრივი პოლიციის უფროსი მარტინ კასტელო.

ჟანის ოჯახის დიდი სურვილი იყო მაქსი მათთან დარჩენილიყო, თუმცა ლაბრადორს უკვე ყავს მოსიყვარულე პატრონები.

ასევე იხილეთ:

გერმანულმა ნაგაზმა ბავშვი შხამიანი გველის თავდასხმისგან დაიცვა

საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთაში ძაღლმა 7 წლის ბავშვი გადაარჩინა

ქალი გაბრაზებული ყვიროდა, რომ ზღვაში არ ჩავიდოდა, სანამ "ბინძურ" ძაღლს წყლიდან არ მოაშორებდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?