11 წლის გოგონამ და ძაღლმა მთებში ჩარჩენილი თხა ახალშობილ თიკანთან ერთად გადაარჩინეს
11 წლის გოგონამ და ძაღლმა მთებში ჩარჩენილი თხა ახალშობილ თიკანთან ერთად გადაარჩინეს
11 წლის ჰამდუ სენგა ბლიჯი ქალაქ რიზესთან (თურქეთი) ახლო მდებარე სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მისი ოჯახი პატარა ფერმის მფლობელია და გოგონა მათ ყოველდღიურად ეხმარება. ჰამდუს ჰყავს ძაღლი, სახელად ტომი, რომელთან ერთადაც თხებს მწყემსავს.

ერთ დღეს, როდესაც გოგონა თხებთან ერთად სახლიდან შორს, მთებში წავიდა, ერთ-ერთმა თხამ ციკანი შობა. საშინელი სიცივე იყო, ახალშობილი ცხოველი და დედა თხა დაიღუპებოდნენ, რომ არა ძაღლი და მისი პატრონი.

"დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. თავიდან სხვა თხები წამოვიყვანე სახლში. ამის შემდეგ სახლიდან წავიღე ორი ზურგჩანთა და ტომისთან ერთად
მთებში დედა თხისა და მისი ახალშობილის წამოსაყვანად დავბრუნდი", - ამბობს ჰამდუ სენა.

Zooclub

მან თხა ზურგჩანთაში
ჩასვა და მხარზე გადაიკიდა, ხოლო დასუსტებული თიკანი მეორე ჩანთაში მოათავსა და ტომის ზურგზე გადაჰკიდა.

Zooclub

მიუხედავად რთული გზისა, ჰამდუ და ტომი სახლში მშვიდობიანად დაბრუნდნენ. თხაც და მისი პატარაც გაყინვას გადაურჩნენ.

"დიდი თოვლი იყო. ძალიან დავიღალე, მაგრამ ამად ღირდა", - ამბობს გოგონა.

Zooclub

ეს ფოტოები კი ჰამდუს 15 წლის ძმამ გოგონას სახლში დაბრუნებისას გადაიღო. სოფლის მცხოვრებლები გოგონას გმირული საქციელით გაოცებულნი იყვნენ.

ასევე იხილეთ:

მთამსვლელმა 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე გერმანული ნაგაზი იპოვა

მთებში დაკარგული 14 წლის ბიჭი ლაბრადორმა გადაარჩინა

ირემი აკითხავდა ოჯახს, რომელმაც მისი სიცოცხლე მონადირეებისგან იხსნა
ბათუ
გაიხარე ჩემო გოგო,წინსვლა ყველა შენს წამოწყებულ საქმეში
2017
კარგი გოგოა და კარგი ცუგა ყავს))) ყოჩაღ )))) ჩვენთან კიდე მუტრუკი კაცები დარბიან და წითელ წიგნში შეყვანილ ცხოველებს ხოცავენ ნაკრძალებში. რომ გამოიჭერენ პატარა ბალღებივით ტყუილს იწყებენ. ზოგს შველი თურმე საშიში დათვი ეგონა რომელიც შეჭმას უპირებდა და იმიტომ ვესროლეო, ზოგს პატარა გარეული კატა თურმე თავს დაესხა და ამიტომ მოკლა..... კაცობაც არ ყოფნით აღიარონ დანაშაული....
ფისო-გორი
ჩემი გმირი გოგო, გენაცვალე შენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?