17 წლის სმენადაქვეითებული ძაღლი ტყეში დაკარგულ ბავშვს მთელი ღამე იცავდა (+ვიდეო)
17 წლის სმენადაქვეითებულმა და თითქმის უსინათლო ძაღლმა  მაქსიმ, რომელიც ოჯახთან ერთად კვინსლენდის შტატში (ავსტრალია) ცხოვრობს, ადგილობრივ ტყეში დაკარგულ ბავშვთან ერთად 15 საათზე მეტი გაატარა. 


ავსტრალიაში 3 წლის გოგონა დაიკარგა. სადილის შემდეგ ის მშობლებს  სახლიდან გაეპარა. მასთან ერთად დაიკარგა 17 წლის მაქსიც.

ბავშვის მოსაძებნად ტყეში პოლიციელებთან ერთად მუშაობდა 100-ზე მეტი მოხალისე. ღამე სამძებრო მოქმედებები გართულდა, ამიტომ მომდევნო დღემდე შეაჩერეს. პატარა თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად მეორე დილით იპოვეს.

აღმოჩნდა, რომ გოგონა სახლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო. მას გვერდიდან არ შორდებოდა მაქსიც. ძაღლმა,
რომელსაც სმენა არ აქვს და თითქმის ვერც ხედავს, ბავშვი გასაჭირში მარტო არ დატოვა. ერთგული ცხოველი
გოგონას გარეული ცხოველების თავდასხმისგან მთელი ღამე იცავდა.

ასევე იხილეთ:

დაკარგული ბავშვი 11 დღის შემდეგ იპოვეს, ის თავისმა ძაღლმა გადაარჩინა

ის მთელი ღამე იცავდა და ათბობდა 3 წლის ბავშვს, რომელიც დაიკარგა

3 წლის ბავშვი ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?