სირიაში მცხოვრებმა უპატრონო ძაღლმა ლეკვების დაკარგვის შემდეგ, ერთი ციდა კნუტი იშვილა
სირიაში მცხოვრებმა უპატრონო ძაღლმა ლეკვების დაკარგვის შემდეგ, ერთი ციდა კნუტი იშვილა
სირიაში მცხოვრები მუჰამედ ალა ჯალილა ცხოველთა მოყვარული ადამიანია, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილ ოთხფეხა მეგობრებს უყურადღებოდ არ ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მის ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა და თითქმის ყოველდღე, საომარ მოქმედებებს, უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება.

მან მაკე ძაღლი ქუჩიდან აიყვანა და ცდილობდა მისთვის ყველა საჭირო პირობა შეექმნა, თუმცა სამი ლეკვიდან ვერცერთი გადარჩა. ცხოველი შვილების დაკარგვას ძალიან განიცდიდა, სანამ მის ცხოვრებაში დაობლებული კნუტი ჯუნიორი არ გამოჩნდა.

Zooclub

ამირა (როგორც მუჰამედმა ძაღლს დაარქვა) ერთი ციდა ცხოველის მეგობარი და  დედა გახდა. ისინი მთელ დღე ერთად თამაშობენ, ერთად
 ჭამენ და იძინებენ. ძაღლს სიყვარულმა დიდი დარდი გადაატანინა.

Zooclub

მუჰამედმა ძაღლი სახელად ამირა ალეპოს (სირია) ქუჩიდან
ცუდ მდგომარეობაში მყოფი აიყვანა.

"ლეკვების სიკვდილი ამირამ ძალიან განიცადა. ჩვენ მას ფუმფულა სათამაშოები მივეცით და სულ ვეფერებოდით, რადგან საოცრად მოწყენილი იყო,"- ამბობს ცხოველთა მოყვარული და მოხალისე ალესანდა აბიდინი.

Zooclub

დაობლებული კნუტი ჯუნიორი ამირას სათამაშოებით დაინტერესდა და მას მიუახლოვდა...

Zooclub

ასე გაიცნეს განსხვავებულმა ცხოველებმა ერთმანეთი.

Zooclub

ისინი ერთად ჭამენ.

Zooclub

ერთად ისვენებენ.

Zooclub

ჯუნიორის გამოჩენის შემდეგ ამირა დამშვიდდა.

Zooclub

"თავიდან ჩვენ ისინი ერთად თამაშის დროს დავინახეთ. კნუტი მის ზურგზე აცოცდა. ამირა ისეთი ბედნიერი გამოიყურებოდა, თითქოს იღიმოდა კიდეც."

Zooclub

მუჰამედის თავშესაფარში 80 კატა ცხოვრობს.

Zooclub

ცხოველებს სიყვარული დაეხმარა, რათა საშინელი პირობები, შიში და დარდი გადაეტანათ.

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

ძაღლი დაშავებულ პატარა ზებრას უვლის

პიტ-ბულტერიერმა თავშესაფრიდან აყვანილი კნუტი იშვილა

კეთილმა ლაბრადორმა ჭუკები მას შემდეგ იშვილა, რაც მელიამ მათი დედა შეჭამა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?