error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/a75c4fd32c3170c96bb47de814bffce3.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ძაღლი დაშავებულ პატარა ზებრას უვლის
ძაღლი დაშავებულ პატარა ზებრას უვლის
ორი თვის დაჭრილი ზებრა, სახელად ელი კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს, თუმცა, მასზე მზრუნველობა ძაღლმა გადაწყვიტა. 

ინციდენტი ზიმბამბეში მოხდა. ორი თვის ელი იმ დროს დაშავდა, როცა მოზრდილი ზებრები პირველობისთვის ჩხუბობდნენ. ხშირად ხდება ფაქტები, როცა ლიდერობისთვის ზებრა მოწინააღმდეგის შვილს კლავს.

ულაყი ზებრები ელის კბენდნენ და ჰაერში აბურთავებდნენ, ასევე ჩლიქებით თავის ქალას უზიანებდნენ. მან მრავალი ჭრილობა მიიღო, რის გამოც გადარჩენის შანსები ძალიან მციერე იყო. კეთილმა ადამიანებმა დიდი მცდელობის შემდეგ პატარა ელი გამოიხსნეს ზებრების ჯოგისგან და სამკურნალოდ ცხენების თავლაში გადაიყვანეს.

"მისი გადარჩენის შანსები ძალიან მცირე
იყო."- ამბობს ელის მომვლელი.

ყველას გასაკვირად, დაშავებულ ცხოველზე მზრუნველობა თავლის პატრონის ძაღლმა დაიწყო. ძაღლი, სახელად
შუნგუ პატარა არსებას ჭრილობებს ულოკავდა და მასთან ერთად იწვა.

Zooclub

შუნგუ პატარა ზებრის სიახლოვეს სხვა ცხოველებს არ უშვებდა, რომ ზიანი არ მიეყენებინათ მისთვის. მომვლელები დაშავებულ ცხოველს ანტიბიოტიკებსაც უკეთებდნენ.

Zooclub

საბედნიეროდ, რამდენიმე კვირაში ზებრამ გამოჯანმრთელება დაიწყო, ძაღლი მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. დღეს ზებრა საჯინიბოში ცხოვრობს და ყოველ დღე ერთგულ მეგობარ შუნგუსთან თამაშით ერთობა.

ასევე იხილეთ:

დედა კატამ ახალშობილი ციყვი იშვილა

ტომი და ჯერის ცხოვრება სინამდვილეში

ძაღლი თავის გარდაცვლილ მეგობარს გვერდიდან არ სცილდება

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?