ჯორჯის შტატის (აშშ) ერთ-ერთ ქალაქში მდებარეობდა ძაღლთსაშენი. პატრონს საერთოდ არ ადარდებდა, რა პირობებში იმყოფებოდნენ ძაღლები. ეს ცხოველები მისთვის, მხოლოდ ბიზნესის წყარო იყო. მშობელი და მათი ლეკვებიც პატარა ბინძურ გალიაში იმყოფებოდნენ, სადაც მოძრაობაც კი უჭირდათ.

2014 წლის ივლისში ძაღლთსაშენი სამართალდამცველებმა დახურეს. ყველა ძაღლი და ლეკვი საშინელი პირობებიდან ადგილობრივ თავშესაფარში გადაიყვანეს. მოხალისეებმა და მომვლელებმა მიზნად დაისახეს ყოველი მათგანისთვის მზრუნველი პატრონი ეპოვათ.

თავშესაფარში მიყვანიდან 6 კვირის შემდეგ ძაღლები გამოცოცხლდნენ, მათი ბეწვი და

ჰასკიმ, რომელიც საშინელი პირობებიდან იხსნეს, თავშესაფარში ულამაზესი ლეკვები გააჩინა.

თავშესაფარმა გააკეთა განსაკუთრებული დღე - ყოველ ადამიანს შეეძლო მისულიყო და წაეყვანა ძაღლი. აუცილებელი მოთხოვნა იყო ამ ცხოველებს ყოლოდათ მოსიყვარელე და მზრუნველი პატრონი.

უამრავმა ადამიანმა გამოთქვა ძაღლების აყვანის სურვილი.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ და ის ადამიანები, რომლებმაც ძაღლები აიყვანეს თავის შინაურ ბინადრებთან ერთად ისევ შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ ის დღე, როდესაც ამ ცხოველებმა მზრუნველი ოჯახები იპოვეს.

ეს ყველაფერი არ არის. პოლიციელებმა იპოვეს ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურად ეწეოდნენ ძაღლების ბიზნენსს და ცხოველებს ტანჯვაში ამყოფებდნენ. სასამართლომ მათ გამოუტანა განაჩენი - 25 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შესაძლოა ამის შემდეგ მაინც მიხვდნენ, როგორია წლების განმავლობაში გალიაში მარტო ყოფნა. ყველა ცხოველი იმსახურებს იცხოვროს ისეთ სახლში, სადაც მასზე ზრუნავენ და უყვართ.
ასევე იხილეთ:
პატრონმა ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა, მიზეზი გაგაოცებთ
წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული ძაღლისგან
საქველმოქმედო აქცია: უპატრონო ძაღლები Fashion-მოდელები გახდნენ