საქველმოქმედო აქცია: უპატრონო ძაღლები Fashion-მოდელები გახდნენ
საქველმოქმედო აქცია: უპატრონო ძაღლები Fashion-მოდელები გახდნენ
პოლონურმა ორგანიზაციამ Po Psu Ta მოდამ დაიწყო აქცია, რომელიც ემსახურება უპატრონოდ, თავშესაფარში დარჩენილი ცხოველების დახმარებას.

ორგანიზატორები და მოხალისეები ცხოველის პოტენციურ პატრონებს მოდელივით გამოწყობილი ძაღლების ფოტოებით ხიბლავენ. ისინი აკეთებენ შინაური ბინადრების პორტრეტებს პოპულარულ ჟურნალებში ( Vogue, Harper’s Bazaar, Elle და სხვა) არსებული ცნობილი მოდელების ფოტოების მიხედვით.

სწორედ ეს ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელებში. აქციის მიზანია თავშესაფრის ძაღლებისთვის მოსიყვარულე პატრონების პოვნა.

ამ წამოწყებამ არაერთ ცხოველს მოუტანა ბედნიერება. მათ მზრუნველი პატრონები იპოვეს. აქცია დღემდე წარმატებით გძელდება და კვლავაც პოულობენ უპატრონო ძაღლები სამუდამო ოჯახებს.

იხილეთ
ფოტოგალერეა


ასევე იხილეთ:

"ერთად დავძლიოთ მარტოობა" - სტუმრად გლდანის ბავშვთა სახლში

თანამედროვე ტექნოლოგიები თავშესაფრის ცხოველებს ახალი
პატრონის პოვნაში ეხმარება
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?