პატრონმა ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა, მიზეზი გაგაოცებთ (+ვიდეო)
პატრონმა ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა, მიზეზი გაგაოცებთ (+ვიდეო)
ბიგლის ჯიშის ძაღლმა, სახელად მისტიმ 11 წელი ერთ ოჯახში გაატარა. როგორც ჩანს, პატრონს მოხუცებული ძაღლი მობეზრდა და თავშესაფარში ჩააბარა. მიზეზი გასაოცარია: პატრონმა ძაღლს დააბრალა, რომ დაავადება გადასდო და თავშესაფრის თანამშრომლებს სთხოვა, ძაღლისთვის ევთანაზია   (სამუდამო დაძინება) გაეკეთებინათ.

როდესაც ძაღლს გამოკვლევა ჩაუტარდა, ის სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. თავშესაფრის თანამშრომლები მიხვდნენ, რომ პატრონს მხოლოდ მისი მოშორება სურდა. 

მისტის მომვლელებმა ძაღლის სახელით Facebook-ის გვერდზე შემდეგი ტექსტი განათავსეს: 

"გამარჯობა, მე მისტი ვარ, 11 წლის მოხუცი ძაღლი. ჩემმა "საყვარელმა" პატრონმა თავშესაფარში ჩამაბარა, რათა ჩემთვის ევთანაზია გაეკეთებინათ. არ მჯერა,
რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ მეგობრები ვიყავით, არც იმის მჯერა, რომ მან სასიკვდილოდ გამიმეტა.

ვინც
შეძლებს ჩემს აყვანას, მეგობრულ თათს გავუწოდებ. ახლა თავშესაფარში ვარ და დღემდე არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე ჩემი პატრონი. გული მიმძიმს, აქ გატარებული ყოველი დღე ჩემთვის საშინელებაა. არც ის ვიცი რა ხდება ჩემს თავს ან რა ბედი მელის მომავალში. არ მჯერა, რომ პატრონის და ჩემი ურთიერთობა საბოლოოდ დასრულდა.

შენ ჩემი იმედი ხარ. ძალიან გთხოვ, მოდი ჩემს წასაყვანად. მართალია 11 წლის ვარ, მაგრამ ბიგლები დიდ ხანს ცოცხლობენ. ჩემმა პატრონმა მოიტყუა, რომ დაავადება გადავდე, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ, უბრალოდ აქ სიცოცხლე აღარ მიხარია და შეიძლება, მხოლოდ ამიტომ დავიღუპო. მე სახლი მჭირდება ისევე, როგორც აქ მყოფ სხვა ძაღლებს."

Zooclub

რამდენიმე დღეში თავშესაფრის გვერდზე გამოქვეყნდა სასიხარულო სიახლე. მისტის მიმართვის შემდეგ, მან მართლაც იპოვა მზრუნველი ოჯახი. ის თავშესაფრიდან ახალ პატრონთან ერთად სახლში გაემგზავრა.


იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც მუყაოს ყუთში ცხოვრობდა

"მე არსად მაქვს წასასვლელი, კატასთან ერთად ვინ მიმიღებს"

ძაღლისა და პატრონის უკანასკნელი გამოსამშვიდობებლი ფოტოსესია
liametreveli
ზაგლი უერტგულესია დედამიწაზე
Minichan
ზოგი ძაღლი ისეთი ბუნებისაა და ისე უყვარს პატრონი, რომ მისი დაღუპვის შემდეგ პატრონი ავად ხდება,მთელი ცხოვრება ვერ ივიწყებს საყვარელ მეგობარს, ამ შემთხვევაში დრო არ კურნავს,პირიქით,და კიდევ ერთი,ახალი ძაღლი ძველს ვერასოდეს შეცვლის,ეს არის სიმართლე.
Minichan
ზოგი ძაღლი ისეთი ბუნებისაა და ისე უყვარს პატრონი, რომ მისი დაღუპვის შემდეგ პატრონი ავად ხდება,მთელი ცხოვრება ვერ ივიწყებს საყვარელ მეგობარს, ამ შემთხვევაში დრო არ კურნავს,პირიქით,და კიდევ ერთი,ახალი ძაღლი ძველს ვერასოდეს შეცვლის,ეს არის სიმართლე.
kaxi
მოვა დრო და მის ყოფილ პატრონს თავისი შვილები ჩააბარებენ მოხუცთა თავშესაფარში. მაგ დამპალი მეტის ღირსია.
nana
ძაღლი ყველაზე ერთგულია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?