ალკოჰოლიკი დედის მიერ მიტოვებულ ორი წლის ბავშვს მეზობლის ძაღლი კვებავდა
ალკოჰოლიკი დედის მიერ მიტოვებულ ორი წლის ბავშვს მეზობლის ძაღლი კვებავდა
უცნაური შემთხვევა მოხდა ჩილეში. მაკე ძაღლმა ორი წლის ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა.

მეზობლების თქმით, ბავშვის დედა ალკოჰოლიკია, ის ხშირად მიდიოდა სახლიდან და შემდეგ არაფხიზელ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. 

ამ შემთხვევაშიც მსგავსი რამ განმეორდა, თუმცა, პატარას მშობელი რამდენიმე დღე არ დაბრუნებულა სახლში. ბავშვი საკვებისა და წყლის გარეშე იყო. ისინი უდაბნოს ტეტიროიაზე, მიტოვებული მანქანების სახელოსნოსთან ცხოვრობდნენ, ამიტომ მათ სიახლოვეს არავინ იყო, რომ ბავშვისთვის სწრაფად აღმოეჩინათ დახმარება.

Zooclub

მოშორებით მცხოვრებმა მეზობლის ძაღლმა რეინამ, რომელიც ლეკვებს ელოდება, ბავშვის გამოკვება დაიწყო იმ დრომდე, სანამ მიტოვებულ ბიჭს ადამიანები იპოვიდნენ. 

Zooclub

კლინიკაში
გამოკვლევების შედეგად ბავშვს აღმოაჩნდა პედიკულოზი და კანის ინფექცია. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მასზე ბავშვთა თავშესაფარი გააგრძელებს
მზრუნველობას.

მიუხედავად გულგრილობისა, მშობელი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება, რადგან ბავშვს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

ასევე იხილეთ:

უპატრონო ლეკვი და ბავშვი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ

ძაღლებმა ბავშვი დათვის თავდასხმისგან დაიცვეს

ძაღლმა ახალშობილი ბავშვი გამოაცალა ორ მოჩხუბარ ძაღლს, რომლებიც ნადავლს ვერ იყოფდნენ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?