ძაღლმა ახალშობილი ბავშვი გამოაცალა ორ მოჩხუბარ ძაღლს, რომლებიც ნადავლს ვერ იყოფდნენ
ძაღლმა ახალშობილი ბავშვი გამოაცალა ორ მოჩხუბარ ძაღლს, რომლებიც ნადავლს ვერ იყოფდნენ
დედამიწაზე ბევრი უცნაური ამბავი ხდება, ეს ისტორიაც ალბათ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ტაივანის გარეუბანში მოხდა. დედამ საკუთარი შვილი გადააგდო ნაგავსაყრელზე, რომლის სიცოცხლეც უპატრონო ძაღლმა იხსნა.

ტაივანის გარეუბანში უამრავი უპატრონო ძაღლია, მათ შორის არის ძაღლი, სახლად ნომ სოტი. ადგილობრივი მცხოვრებლები შემდეგი ფაქტის მომსწრენი გახდნენ: ნომ სოტმა უეცრად ააცალა ორ, ერთმანეთთან მოჩხუბარ ძაღლს უცნაურად გახვეული ქაღალდი, ის სწრაფად გაეცალა აგრესიულ ცხოველებს, მიიტანა ქაღალდის ხვეული ადამიანებთან და დატოვა.

როგორც შემდეგ გაირკვა, ქაღალდში გახვეული იყო ახალშობილი ბავშვი.

Pattana Villa-ს ცნობით, მას შემდეგ რაც ბავშვი ადამიანებთან აღმოჩნდა, მათ
მაშველები და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა, რომ პატარას სხეულზე რამდენიმე ნაკბენი ჰქონდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს
კლინიკაში.

Zooclub

პოლიციამ გამოძიება დაიწყო. რაიონის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებმა გამომძიებლებს საქმე გაუადვილა. ჩანაწერებიდან ამოიღეს მნიშვნელოვანი მასალა, სადაც ახალშობილს უცნობი ქალი (სავარაუდოდ ბავშვის დედა) ნაგავსაყრელზე ტოვებს. გამოძიება მიმდინარეობს, ბავშვის დედას  წაუყენებენ ბრალდებას და ტაივანის კანონმდებლობის მიხედვით შეუფარდებენ პატიმრობას.

ასევე იხილეთ:

ძაღლი დედისგან მიტოვებულ ბავშვებზე ზრუნავს

პატრონი შოკში იყო, როცა ნახა რა მოუყვანა ძაღლმა

ძაღლმა ნაგავსაყრელზე გადაგდებული ბავშვი გადაარჩინა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?