ძაღლმა 2 წლის ბავშვი მშობლებს ტყეში აპოვნინა (+ვიდეო)
ძაღლმა 2 წლის ბავშვი მშობლებს ტყეში აპოვნინა (+ვიდეო)
ეს ყველა მშობლისთვის კოშმარია: ბაბუასთან სტუმრად ყოფნის დროს, 2 წლის ბიჭი პეიტონი ძაღლთან ერთად ეზოში თამაშობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი და ძაღლი უკვალოდ გაქრნენ.

ერთადერთი, რაც მშობლებს ამშვიდებდა, მათი ბინადარი ძაღლი იყო ავსტრიული ნაგაზი აშეპო, რომელიც სავარაუდოდ პეიტონს თან გაჰყვა.

ასობით ადამიანი შეიკრიბა მშობლების დასახმარებლად. ისინი ბავშვს ტყეში ეძებდნენ. 5 საათის შემდეგ სახლიდან დაახლოებით 1 კმ-ის მოშორებით ტყესთან მდებარე საწყობიდან მოესმათ აშეპოს ხმა, ის შეუჩერებლად ყეფდა. მშობლები საწყობისკენ გაიქცნენ, სწორედ იქ იპოვეს პეიტონი, რომელსაც მიწაზე მშვიდად ეძინა, ხოლო ძაღლი მას
დარაჯობდა.

"მჯერა, რომ ჩემს შვილს ძაღლი დამცველად გაჰყვა. აშეპო ბავშვის მფარველი ანგელოზია. ის იცავდა პეიტონს და ჩვენც დაგვეხმარა მის მოძებნაში. "- ამბობს ბავშვის მამა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

შინაურ ბინადარზე ზრუნვა სისხლში გლუკოზის დონის დაბლა დაწევას უწყობს ხელს

უპატრონო ლეკვი და ბავშვი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ

ბავშვს ასწავლიან თქვას - დედა, ამ დროს ძაღლის რეაქცია საოცარია...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?