შინაურ ბინადარზე ზრუნვა სისხლში გლუკოზის დონის დაბლა დაწევას უწყობს ხელს
შინაურ ბინადარზე ზრუნვა სისხლში გლუკოზის დონის დაბლა დაწევას უწყობს ხელს
კვლევებმა აჩვენა, რომ დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც შინაურ ბინადარზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, სისხლში შაქრის რაოდენობა საგრძნობლად გაუმჯობესებული აქვთ.

"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც შაქრიანი დიაბეტით არიან დაავადებულნი და ამავე დროს, იზრდებიან ცხოველის გარემოცვაში, ჰემოგლობინის დონე A1C საგრძნობლად უუმჯობესდებათ."- ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის დოცენტი, პედიატრი და კვლევის ხელმძღვანელი ოლგა გუპტა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 28 მოზარდმა. მათი ასაკი 10-დან 17-წლამდე იყო და ყოველი მათგანი შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპით იყო დაავადებულ             (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 სისტემური ჰეტეროგენული დაავადებაა,
რომელიც განპირობებულია ინსულინის აბსოლუტური უკმარისობით და იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას). ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს გადასცეს აკვარიუმი
თევზებთან ერთად და ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოეარათ თევზებისთვის.

რეკომენდაცია იყო, აკვარიუმი შეძლებისდაგვარად მათთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში მოეთავსებინათ. ინსტუქციაში მითითებული იყო, რომ მოზარდებს, თევზების გამოკვების შემდეგ, დილას და საღამოს უნდა გაესინჯათ სისხლში არსებული შაქრის რაოდენობა.

ექსპერიმენტის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ ყველა მონაწილე ბავშვს A1C-ის დონე დაწეული იყო 0,5%-ით.

მიღებული შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ "Diabetes Educator"-ში.

ასევე იხილეთ:

ძაღლის პატრონი მამაკაცები ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან

მეცნიერების დასკვნით, ძაღლის კოცნა იმუნიტეტს ამაღლებს

შინაური ბინადარი დაგეხმარებათ შეიძინოთ ერთგული ადამიანები

marina mesxi
ახალგაზრდა მშობლებო, შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებს იმუნიტეტს უმაღლებს.............
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?