"ლეკვების ფერმიდან" ერთი ციდა არსება გადაარჩინეს (+ვიდეო)
 "ლეკვების ფერმიდან" ერთი ციდა არსება გადაარჩინეს (+ვიდეო)
ის ძალიან პატარაა, ერთი ციდა, მხოლოდ თამაში უნდა და უხარია სიცოცხლე. მართლაც, ის დღეს ბედნიერი ლეკვია, მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით.

"ლეკვების ფერმა" (puppy mill) - ასე ეძახიან იმ საშინელ ადგილს, სადაც ჯიშიანი ძაღლები  მხოლოდ იმიტომ ჰყავთ, რომ გაამრავლონ და შემოსავლის წყარო ჰქონდეთ. ამ ცხოველებზე ზრუნვაც კი ზედმეტია. გაძვალტყავებულ, სიკვდილის პირას მყოფ ძაღლებს მხოლოდ ლეკვების გაჩენა ევალებათ, რაც პატრონის შემოსავლის წყარო ხდება. ისინი პატარა გალიებში ჰყავთ, სადაც ზოგჯერ მოძრაობაც კი უჭირთ.

Zooclub

განვითარებულ ქვეყნებში არალეგალური "ლეკვების ფერმების" წინააღმდეგ არა ერთი
სადამსჯელო ოპერაცია ჩატარებულა, თუმცა, ეს იმდენად მომგებიანი საქმეა, უგუნური ადამიანები ამ საქმიანობას კვლავ განაგრძობენ.

საბედნიეროდ, ში-ცუს ჯიშის ლეკვს,
რომელიც "ლეკვების ფერმაში" მორიგი სადამსჯელო ოპერაციისას აღმოაჩინეს, იგივე მტანჯველი ცხოვრება ელოდა, თუმცა,  ახლა უკვე ბედნიერია ახალ მეგობართან ერთად. მას ჰყავს პატარა მეგობარი კნუტი, რომელთან ერთადაც იზრდება, ისინი ყოველ დღე ერთად თამაშობენ და ერთმანეთს სითბოს ჩუქნიან.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

მაიმუნს ცელცხმოკიდებული შენობიდან ლეკვი გამოყავს

ხნიერმა ძაღლმა ნამდვილი მეგობარი იპოვა

ძაღლი, რომელიც ერთ თვეში ”ველური მხეციდან” მოსიყვარულე ცხოველად იქცა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?