ში ცუ
ში ცუ
ამ ჯი­შის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პა­ტა­რა ძაღ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან მოს­წონთ ადა­მი­ა­ნებ­თან ყოფ­ნა, მათ კალ­თა­ში ჯდო­მა და ბეწ­ვის ვარ­ცხნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მათ ულა­მა­ზეს ბეწვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა. ით­ვლე­ბა, რომ ში ცუ წარ­მო­იშ­ვა ტი­ბე­ტუ­რი ლა­სა აპ­სოს­გან ( იხ. გვ. 184-185 ), რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში ჩაყ­ვა­ნის შემ­დეგ პე­კი­ნეს­თან შე­აჯ­ვა­რეს. ლა­სა აპ­სო­სა და ში ცუს ნა­თე­სა­ო­ბას მა­თი გა­რეგ­ნო­ბაც ადას­ტუ­რებს. ში ცუს ჩი­ნურ ლო­მი­სებრ ძაღ­ლსაც (ში ცუ ნიშ­ნავს ლომს) ეძა­ხი­ან. მრა­ვალ­მხრი­ვი, გო­ნი­ე­რი ში ცუ ად­ვი­ლად უმე­გობ­რდე­ბა ყვე­ლას და კარ­გად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა წვრთნას. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი გრძე­ლი, რბი­ლი, ორ­მა­გი
ბეწ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ცხნა. და­მა­ტე­ბი­თი ზრუნ­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა გან­გუ­რის დროს. გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და აბა­ნა­ვეთ
თვე­ში ერ­თხელ.

გრძე­ლი თმა ში ცუს ჩვე­უ­ლებ­რივ და­მაგ­რე­ბუ­ლი აქვს შუბ­ლის ზე­მოთ, რა­თა თვა­ლებ­ზე არ ჩა­მო­ე­ფა­როს. რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­უწ­მინ­დეთ თვა­ლე­ბი, რომ ინ­ფექ­ცია არ შე­ეჭ­რას, და გა­უ­სუფ­თა­ვეთ წვე­რი საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან.

Zooclub


მონაცემები
წარმოშობა - ჩინეთი
მთავ. დანულება - კომპანიონი ძაღლი
ტემპერამენტი - მეგობრული, ანცი
სიც. ხანგრძლივობა - 10-16 წელი
მოვლა - საგულდაგულო
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - საშუალო

ხვადი
28 სმ
4-7 კგ
ძუ
28 სმ
4-7 კგ

Zooclub

ბეწ­ვი

სქე­ლი, გრძე­ლი, მდიდ­რუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი ფე­რის, ხში­რად შუბლზე თეთრი ნიშანი აქვს.

ფე­ხე­ბი

წი­ნაც და უკა­ნა ფე­ხე­ბიც აქვს სწო­რი და და­კუნ­თუ­ლი.

კუ­დი
საკ­მა­ოდ უხ­ვბეწ­ვი­ა­ნი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი და ოდ­ნავ გა­დახ­რი­ლი.

თვა­ლე­ბი
დი­დი, მრგვა­ლი და მუ­ქი.

თათები

მყა­რი და პრო­პორ­ცი­უ­ლი ზო­მის ბა­ლი­შე­ბით.

სა­ხე

მრგვა­ლი, ფარ­თო, თბი­ლი; საყ­ვა­რე­ლი, მე­გობ­რუ­ლი, სან­დო გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით
ცხვი­რი ფარ­თო და ბრტყე­ლი, გან­ზე გა­წე­უ­ლი ნეს­ტო­ე­ბით.

ტა­ნი

კომ­პაქ­ტუ­რი, მკვრი­ვი, უფ­რო გრძე­ლი, ვიდ­რე მა­ღა­ლი, დი­დი ფარ­თო გულ­მკერ­დით.

Zooclub

ამ პა­ტა­რა ფუმ­ფუ­ლა არ­სე­ბებს ნე­ბივ­რო­ბა უყ­ვართ, ამი­ტომ უნ­და აი­ძუ­ლოთ, ყო­ველ­დღი­უ­რად ისე­ირ­ნოს, რაც მის ჯან­მრთე­ლო­ბას დი­დად წა­ად­გე­ბა. ეცა­დეთ ზედ­მე­ტი არ აჭა­მოთ, რად­გან სწრა­ფად სუქ­დე­ბი­ან.

რჩევა:
ყუ­რში ხშირად ეჭრება ინფექცია მის ირ­გვლივ არ­სე-­ბუ­ლი ხში­რი ბალნის გა­მო.
ვერ იტა­ნენ დიდ სიცხ­ეს, ხში­რად უზი­ან­დე­ბათ თვა­ლე­ბი და აწუ­ხებთ თანდაყოლილი თირ­კმლის და­ა­ვა­დე­ბები.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?