ძაღლი, რომელიც ერთ თვეში ”ველური მხეციდან” მოსიყვარულე ცხოველად იქცა (+ვიდეო)
ძაღლი, რომელიც ერთ თვეში ”ველური მხეციდან” მოსიყვარულე ცხოველად იქცა (+ვიდეო)
როგორც ცნობილია, არსებობს ე.წ. “ლეკვების ფერმა”, სადაც ძაღლებს კომერციული მიზნით საშინელ პირობებში ამრავლებენ. ასეთი დაწესებულებიდან გამოყვანილ ცხოველებს ძალიან უჭირთ ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაცია. ძაღლებს ეშინიათ ადამიანების და არ უნდათ მათთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, “ლეკვების ფერმის” შემდეგ ძაღლების გაგზავნა მხოლოდ თავშესაფარშია შესაძლებელი, რადგან ცოტა თუ მოისურვებს სახლში ასეთი ბინადარის ყოლას და მის დახმარებას რეაბილიტაციის დროს. 

მიუხედავად ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც ამ აზრს არ იზიარებენ. კერძოდ, ამერიკული ორგანიზაცია “ASPCA” ეხმარება ცხოველებს და მათ შორის, ძაღლებს და ნორმალურ პირობებში არსებობისთვის ამზადებს.

ძაღლი, სახელად კოკოსინკა დიდი ხნის
მანძილზე იმყოფებოდა ”ლეკვების ფერმაში” და წარმოდგენა არ ქონდა, თუ რა არის სიყვარული. მაგრამ მალე მთელი
მისი ცხოვრება შეიცვალა...

როდესაც “ASPCA”-ს თანამშრომლებს კოკოსინკა ფერმიდან მიყავდათ, ძაღლი შიშისგან კანკალებდა. საწყალი ცხოველი იმდენად შეშინებული იყო, რომ ახლოს არავის იკარებდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ადამიანებმა იციან თავიანთი საქმე. სამი კვირის შემდეგ, ძაღლს აღარ ეშინოდა და ნელ-ნელა მისი თოკით სიარულის სწავლასაც შეუდგნენ.

კოკოსინკა ძალიან ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა - სულ 3 კვირის შემდეგ, ის თითქმის აღარაფრით გამოირჩეოდა სხვა სიცოცხლის მოყვარული შინაური ცხოველებისგან. არ არის გასაკვირი, რომ მას მალე აყვანის მსურველები გამოუჩდნენ.

Zooclub

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ უსაყვარლეს ძაღლს აღარ მოუწევს ტანჯვა და ახლა მას ყველაფერი შესანიშნავად ექნება. რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც ისეთი ცხოველების რეაბილიტაციითაა დაკავებული, როგორიც კოკოსინკა, დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

იხილეთ ვიდეო: ""ASPCA"-ს მიერ გადარჩენილი ძაღლი, სახელად კოკოსინკა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?