კატების 15 ყველაზე სახალისო ტრანსფორმაცია მხატვარმა მარტივი მონახაზით შექმნა (სახალისო ფოტოები)
კატების 15 ყველაზე სახალისო ტრანსფორმაცია მხატვარმა მარტივი მონახაზით შექმნა (სახალისო ფოტოები)
სიახლე არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ კატებს ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლიათ. ინტერნეტ სივრცე დიდი ხანია გავსებულია "კატა - ეს სითხეა" ფოტოებით. ლატვიელი მხატვარი აინარსი, მეტსახელად dailypurrr-ი, იმდენად აღფრთოვანებულია კატების მოქნილი სხეულით, რომ  "ინსტაგრამზე" სპეციალურად შექმნა გვერდი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს ათავსებს. რა თქმა უნდა, "შედევრის" გმირები კატები არიან.

აინარსის თქმით, პროექტი შემთხვევით დაიწყო და კატების კოლექცია ვირუსულად გავრცელდა. dailypurrr-ის გვერდზე 90-ზე მეტი ფოტო გამოჩნდა.

ავტორი, ამ საყვარელ გამოსახულებებს, სულელურ ნახატებს უწოდებს, სა
დაც კატების სახალისო ქცევებია წარმოდგენილი.

"მე ძალიან მომწონს ხელოვნებაში პრიმიტიულობა და უბრალოება. ყოველთვის მინდოდა დამეხატა რაღაც მარტივი",
- ამბობს მხატვარი.

აინარსის სახლში შინაური ცხოველებიც ჰყავს - კატები ნიკუ და კუზია, რომლებიც ოჯახმა ქუჩიდან აიყვანა, თუმცა, მხატვარი წინააღმდეგი არ არის, დახატოს უცხო კატებიც.

იხილეთ სახალისო ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ: 

რატომ გვიყვარს კატები? 10 სახალისო მიზეზი, რომ კატა ყველას უნდა ჰყავდეს

საყვარელი ილუსტრაციებით წარმოდგენილი ძაღლისა და კატის 5 მთავარი განსხვავება

კატები და ძაღლები- 6 განსხვავებული ილუსტრაცია სხვადასხვა სიტუაციაში
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?