მამაკაცი ძაღლის გადარჩენისთვის დააპატიმრეს
მამაკაცი ძაღლის გადარჩენისთვის დააპატიმრეს
ზოგჯერ კეთილი საქმე მადლობის სანაცვლოდ ცუდად გვიტრიალდება და  უარყოფით შედეგს ვიღებთ. ეს ამბავი მოხდა აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში. პატრონმა ძაღლი შუა დღის სიცხეში, დაკეტილ მანქანაში დატოვა. შემთხვევით მოხუცმა მამაკაცმა გაიარა, როცა ძაღლის ყეფის ხმა მოესმა, მან თავისი ცოლის ყავარჯენი გამოიყენა, რომ მანქანის მინა გაეტეხა და დასიცხული ძაღლისთვის სუნთქვის საშუალება მიეცა.

როდესაც ძაღლის პატრონი დაბრუნდა და თავისი მანქანის შუშა გატეხილი დახვდა, მან პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ძაღლი კარგად იყო, თუმცა, მანქანა დაზიანებული. მძღოლის მოთხოვნის შედეგად, მოხუცი მამაკაცი მაიკლ ჰამონსი
დააპატიმრეს.

დაკავების შემდეგ მამაკაცმა, რომელიც ვეტერანი და ყოფილი სამხედროა განაცხადა, რომ არ ნანობს თავის საქციელს. 

"ვიცოდი, ჩემს ქმედებას რაც მოყვებოდა, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მანქანის მინის შეცვლა თავისუფლად შეიძლება, თუმცა, ერთგულ ოთხფეხა მეგობარს არავინ და არაფერი შეუცვლით."- ამბობს მაიკლი.

თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში?


ასევე იხილეთ:

ცხოველები და ფრინველები, რომლებიც ქურდობისთვის და ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

მოპარული ძაღლი პატრონებმა ერთი წლის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში იპოვეს

ტრაქტორს ძაღლი მართავდა, რამაც გზაზე მოძრაობა შეაფერხა
მანანა-შ
ჯერ პოლიციას გამოვიძახებდი, რაღაც ღონეს ვიხმარდი, უკიდურეს მომენტში კი ამ გმირი ადამიანივით მოვიქცეოდი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მანქანაში ბავშვს დავინახავდი ასეთ მდგომარეობაში თუ ცხოველს, ორივე სულიერია!
lali
ბავშვებსაც ტოვებენ ასე ჩაკეთილ მანქანაში ეგ გამოშტერებულები.
q.q.
ვეცდებოდი სიგნალიზაცია ცჰამერთო ....აუცილებლად გამოვარდებოდ პატრონი საიდანგაც და თანვე დავახვედრებდი პოლიციას , ტუ დიდხანს არ მოვიდოდა მაშინ მომიწევდა რამე რადიკალურის მოფიქრება :)))
ავთო
მეც იგივენაირად მოვიქცეოდი და ვუჩივლებდი ამ მოხუცს.
fggttr
"მეძაღლეები" გაიტრუნენ?ახლა მიეხმარონ მოხუცს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?