რატომ უყვართ ძაღლების უმეტესობას ტალახში გორაობა?
რატომ უყვართ ძაღლების უმეტესობას ტალახში გორაობა?
მონადირის ინსტინქტი ძაღლს უბიძგებს, პირველივე შემხვედრ გუბეში გაგორდეს. შინაური ცხოველი ამ სახით ცდილობს იმ მკვეთრი სუნების შემცირებას, რომლებიც მის სხეულზეა. მაგალითად, სურს, შეამციროს სუნი შამპუნისა, რომლითაც პატრონების უმეტესობა თავიანთ ძაღლებს აბანავებენ ან ადამიანთან შეხებისას აყოლილი სუნი. 

ტალახით, ქუჩის მტვერით ან მეტიც, ექსკრემენტებით ძაღლი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, ვიდრე მის ბეწვზე არსებული არადამახასიათებელი არომატით.

როგორც ცნობილია, ძაღლისგან განსხვავებით, ადამიანი ყველა იმ სუნს ვერ აღიქვამს და ასხვავებს, რომლებსაც ცხოველის ცხვირი გრძნობს. ეს ნიშნავს, რომ  პოტენციურ მსხვერპლს, რომელზეც ის ოცნებობს, პარკში ან ეზოში დაიჭიროს,
ძაღლის ყნოსვის რეცეპტორები დროულად ვერ შეიგრძნობენ.

სწორედ ამიტომ ცდილობს გასუფთავებული, დაბანილი ძაღლი მიწაზე გაგორდეს ან
ტალახში ამოისვაროს, რათა სუნის საჭირო რეცეპტორები დაიბრუნოს.

ასევე იხილეთ:

რას შეიგრძნობენ ძაღლები ნივთის ყნოსვის დროს და როგორ პოულობენ დაკარგულ ადამიანებს?

ადამიანებთან შედარებით, ძაღლები სამყაროს მხედველობით არ აღიქვამენ

რითი განსხვავდება კარგად აღზრდილი ძაღლი გაწვრთნილისგან?


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?