სპილო შვილის გადარჩენას ცდილობს (+ფოტო)
სპილო შვილის გადარჩენას ცდილობს (+ფოტო)
ბუნების დამცველები ცდილობენ, არ ჩაერიონ ფლორისა და ფაუნის ბუნებრივ პროცესებში, თუმცა, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო და არ შეიძლებოდა შორიდან ამის ყურება.

აფრიკული პატარა სპილო და დედამისი ადამიანების დახმარების გარეშე დაიღუპებოდნენ. პატარა სპილო ღრმა ტალახში ჩავარდა და ვერ ახერხებდა ამოსვლას, როდესაც დედამ ეს დაინახა, მის საშველად მივიდა, თუმცა, ვერაფერი მოიმოქმედა. ორივე სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი, რადგან ტალახის ორმო ღრმა იყო და ვერც ერთი ახერხებდა ამოსვლას.

გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრის მაშველები მალევე მივიდნენ ცხოველების დასახმარებლად. მაშველებს მათ გადასარჩენად დასჭირდათ ტექნიკა, თუმცა, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. როდესაც
შვილი სპილო ამოიყვანეს, ის ისევ დედამისთან, ტალახის ორმოსკენ გაიქცა, ამიტომ ცხოველთა დამცველებმა ჯერ დედის შველა სცადეს,
შემდეგ კი მისი შვილიც ამოიყვანეს.  

Zooclub

სამაშველო ოპერაცია დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. დედაც და შვილიც სრულიად უვნებლები დაუბრუნდნენ ერთმანეთს და ბედნიერად განაგრძეს გზა აფრიკის ველურ ბუნებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

მაიმუნს უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა

ბრაკონიერების სისასტიკის გამო, ის უდედოდ დარჩა

როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ცხოველები
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?