ადამიანებთან შედარებით, ძაღლები სამყაროს მხედველობით არ აღიქვამენ
ადამიანებთან შედარებით, ძაღლები სამყაროს მხედველობით არ აღიქვამენ
მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერები შეისწავლიან ცხოველების ქცევებს და დასკვნებს გვიზიარებენ. თითქმის ძაღლის ყველა პატრონმა, სპეციალისტების მსჯელობის გარეშეც, იცის, რომ საკუთარი შინაური ცხოველისთვის ყნოსვა აღქმის ერთ-ერთი მთავარი რეცეპტორია, თუმცა, ბოლო კვლევები დეტალურად განმარტავს, თუ როგორ აღიქვამს ძაღლი სამყაროს ყნოსვის საშუალებით.

ძაღლების ძირითადი აღქმის ორგანო ყნოსვის რეცეპტორია და არა მხედველობა

მკვლევრების თქმით, თუ ადამიანისთვის გარემოს აღქმა თვალის დახმარებით ხდება, ძაღლებისთვის ეს ორგანო, პირველ რიგში, ცხვირია.

კოლუმბიის (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრა გოროვიცი, ძაღლების ქცევებს დიდი ხნის განმავლობაში სწავლობს. გამოცემა "South China Morning Post"-თან ინტერვიუში
მან აღნიშნა, რომ სპეციალისტები, ძაღლის მიერ სამყაროს აღქმის შემთხვევაში მსჯელობისას, არა ერთხელ შემცდარან.

"ადამიანისთვის რთულია
გამოვიდეს იმ აღქმიდან, რასაც ხედავს და უჭირს, სამყაროს სხვაგვარად შეხედოს", - ამბობს გოროვიცი.

ჩვენ შევეჩვიეთ ფიქრს, რომ თუ ადამიანები სამყაროს მხედველობით აღიქვამენ, სხვა ბიოლოგიური ინდივიდებიც ამგვარად იქცევიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ადამიანისთვის სუნი მეორეხარისხოვანია, თუმცა, მნიშვნელოვანი.

დიახ, ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ სასიამოვნო სუნი ან პირიქით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძაღლებისთვის ყნოსვა მთელი სამყაროა. ადამიანის ორგანიზმს ამგვარი "ხედვის" უნარი არ გააჩნია.

პირველ რიგში, ძაღლი ინტერესდება სუნით, ვიდრე გამოსახულებით

მარტივად რომ განვმარტოთ, შინაური ცხოველი ისეთ ყურადღებას არ აქცევს დანახულს, როგორსაც ადამიანი,  თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძაღლები ჩვენ ვერ გვხედავენ და არ გვიყურებენ.  უბრალოდ, მიმღეობის ეს ფორმა მათთვის მეორეხარისხოვანია.

"მაგალითად, როდესაც უახლოვდებით, ის თქვენ გიყურებთ, თუმცა, ძაღლისთვის აუცილებელია ადამიანის სუნი, რათა გაიგოს, თუ ვის ხვდება", - ამბობს პროფესორი.

როდესაც ადამიანი სასიამოვნო სუნს გრძნობს, ის თვალებით იწყებს სუნის ადრესატის ძებნას. ძაღლისთვის ყოველივე პირიქით ხდება - ის ხედავს ადამიანს, მაგრამ აღქმისთვის აუცილებელია ყნოსვითი შეგრძნება.

ძაღლები სამყაროს ყნოსვის მოლეკულებით აღიქვამენ

ჩვენ სამყაროს შევიგრძნობთ სამგანზომილებიანი მხედველობით. თვალის გამოსახულება გარდაიქმნება სრულფასოვან მიმღეობად. ძაღლის შემთხვევაშიც შეიძლება იგივე ვთქვათ, თუმცა, აღქმა ყნოსთვის ხდება.

მეტიც, ძაღლის სამყაროს მიმღეობა ძალიან საინტერესო რამ არის. მას შეუძლია, დაიმახსოვროს და გამოიცნოს სუნი. მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს აღსაქმელად, ძაღლს აქვს თავისებური "დროის მანქანა".  სუნის დამსახურებით, შინაურ ცხოველს შეუძლია შეიტყოს, თუ ვინ იყო გარკვეულ ადგილზე და რა დროს. ასევე, სად წავიდა და ვინ მოვა უახლოეს წუთებში ამ ადგილას.

ძაღლის ცხვირი - იდეალური ფორმა სუნის იდენტიფიცირებისთვის

ადამიანის ცხვირი არა მარტო სტრუქტურულად განსხვავდება ძაღლისგან - ისინი განსხვავებულად ფუნქციონირებენ. ცხოველის ცხვირის ფორმა სხვაგვარად განსაზღვრავს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, რაშიც  მას ხელს უწყობს განვითარებული ყნოსვის რეცეპტორები.

ძაღლს გაცილებით მეტი ყნოსვის რეცეპტორი აქვს, ვიდრე ადამიანს. გარდა ამისა, მას აქვს ფერმენტები, რომლებიც სუნს უკეთ იღებს.

ცხვირის ფორმის გარდა, ძაღლისთვის გადამწყვეტია შინაგანი აგებულება. პირველ რიგში, ძაღლის ცხვირში 60-ჯერ მეტი სუნის რეცეპტორის უჯრედია, ვიდრე ადამიანის ცხვირში. განსხვავებისთვის, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მაგალითს: თუ თქვენ გაქვთ ხუთი ჭიქა, რომლებსაც წვიმის დროს ეზოში დადებთ, მიიღებთ 5 ჭიქა წყალს, მაგრამ 300 ჭიქის შემთხვევაში - მიიღებთ 300 ჭიქა წყალს. შეგრძნებების გამა, რომელსაც ძაღლები ყნოსვისას იღებენ, 60-ჯერ მეტია, ვიდრე ადამიანის ყნოსვითი რეცეპტორები.

ასევე, ძაღლებს გაცილებით განვითარებული აქვთ  ფერომოვნების (vomeronasal ) ორგანო (იგივე ჯაკობსონის ორგანო), რომელიც ინფორმაციის იდენტიფიცირების კიდევ ერთი  საშუალებაა. ალექსანდა გოროვიცი ამბობს: "სუნი ცხოველისთვის ინფორმაციის წყაროა, ადამიანისთვის კი - მხედველობა. ჩვენ თვალების გახელისას ვხედავთ სამყაროს."

უნდა აღინიშნოს, რომ ძაღლი "კარგი" და "ცუდი" სუნის კლასიფიკაციას არ ახდენს, ისევე როგორც პროფესიონალი სომელიე ღვინოს დეგუსტაციის დროს. ადამიანი რეაგირებს ახალი პურის სუნზე დაახლოებით ასე: "რა კარგი სუნი აქვს!" ძაღლი კი იგივე პროდუქტს შემდეგნაირად აღიქვამს: "ეს არის ფქვილის, საფუარის და  წყლის სუნი!"

"ადამიანებს შეუძლიათ აღიქვან, თუ რა არის სუნი, თუმცა, არ შეუძლიათ მისი აღწერა.  ამიტომ უმეტესობა ჩვენგანი, რაიმეს განმარტების დროს,  არ იყენებს სუნს. ჩვენ ამა თუ იმ მოვლენას მხედველობის აღქმით აღვწერთ. ჩვენ მიდრეკილნი ვართ, დავახასიათოთ სუნი, როგორც "კარგი" ან "ცუდი"", - ამბობს პროფესორი.

სწორედ ამიტომ, ძაღლები ცუდ სუნზე ისევე რეაგირებენ, როგორც გემრიელი საკვების სუნზე. მათთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციაა.

ასევე იხილეთ:

ტესტი: როგორი მახსოვრობა აქვს თქვენს ძაღლს?

რას ხედავენ ძაღლები ტელევიზორის ყურებისას

ძაღლები შიშს ყნოსვით ხვდებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?