რას შეიგრძნობენ ძაღლები ნივთის ყნოსვის დროს და როგორ პოულობენ დაკარგულ ადამიანებს?
რას შეიგრძნობენ ძაღლები ნივთის ყნოსვის დროს და როგორ პოულობენ დაკარგულ ადამიანებს?
სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გაეგოთ, თუ როგორ აღიქვამენ ცხოველები სამყაროს, რომლებიც ყნოსვის რეცეპტორების დახმარებით მოქმედებენ. მათ ამ თავსატეხის ერთ-ერთი  ფრაგმენტი ამოხსნეს.

როგორც ცნობილია, თუ ძაღლს მისცემთ დავალებას- მოძებნოს ადამიანი, მან უნდა დაყნოსოს მისი პირადი ნივთი. მაგრამ რისი მსგავსია ეს სუნი და როგორ იკვლევს ცხოველი ამას? ამის გასარკვევად მკვლევარებმა შეარჩიეს 48 ძაღლი. ამ ცხოველების ნახევარს გავლილი ჰქონდა სპეციალური წვრთნა. სპეციალისტებმა ლაბორატორიაში დამალეს ცხოველისთვის საყვარელი სათამაშო, იმ დროს, როცა ძაღლი სხვა კაბინეტში იცდიდა. ამის შემდეგ შინაური ბინადარი შეიყვანეს ლაბორატორიაში, მას აჩვენეს
პირვანდელი ადგილი, სადაც სათამაშო მდებარეობდა, ხოლო შემდეგ ძაღლს აძლევდნენ ბრძანებას "ეძებე!" ან "მომიტანე!". ზოგიერთ შემთხვევაში
ცხოველები წარმატებით უმკლავდებოდნენ ამოცანას, ხოლო ზოგჯერ ისინი პოულობდნენ სრულიად სხვა ნივთს.

მარტივი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ძაღლს ამა თუ იმ ნივთზე მენტალური წარმოდგენა ექმნება. ამის შესახებ მკვლევარები ინფორმაციას ავრცელებენ ჟურნალში Comparative Psychology-ი.

ცდის ფარგლებში პროფესიონალურად გაწვრთნილმა და უბრალოდ შინაურმა ცხოველმა ერთი და იმავე შედეგები აჩვენეს. ასე რომ, ძაღლზე სპეციალური ვარჯიში დიდ როლს არ ასრულებს.

სპეციალისტებისთვის ჯერ კიდევ ცოტა რამ არის ცნობილი, თუ როგორ აღიქვამენ ცხოველები გარემოს სუნის დახმარებით- განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეს რეცეპტორი ძლიერად აქვთ განვითარებული. მაგალითად, სპილო, ვირთხა და ძაღლი.

ზემოთ მოცემული კვლევის თანახმად  ერთ-ერთი თავსატეხი ამოხსნილია: ძაღლი თავიდან წარმოიდგენს  ობიექტს, ხოლო შემდეგ იწყებს მის ძებნას.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?