"რთული საქმეა სპილოს გადარჩენა..."
"რთული საქმეა სპილოს გადარჩენა..."
სპოლო ჩავარდა ტალახის ღრმა ორმოში, საიდანაც 4 დღის განმავლობაში ვერ ამოდიოდა. ინციდენტი მოხდა აფრიკაში, კარიბას წყალსაცავთან.

ადგილობრივმა გიდებმა გასაჭირში მყოფი ცხოველი შემთხვევით შეამჩნიეს. ის ბოლომდე ტალახში იყო ჩაფლული, მხოლოდ ხორთუმი ჰქონდა ზევით ამოწეული, რათა სუნთქვა შესძლებოდა.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ სპილო დასუსტებული და გამოფიტული იყო, მას მაინც ჰქონდა ძალა ადამიანების მოგიერიებისა. მან ხომ არ იცოდა, რისთვის აბავდნენ გიდები თოკებს?

Zooclub

ცხოველს თოკები გაუკეთეს და ტრაქტორის დახმარებით ტალახის ორმოდან ამოიყვანეს.

Zooclub

კეთილი ადამიანები მის გადარჩენას 6 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

Zooclub

"სპილო საკმაოდ აგრესიული ხდება, როდესაც რამე აწუხებს. ის
გარეული ცხოველია და წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ ვაბავდით თოკებს, შესაძლოა, ჩვენთვის ინსტიქტურად ზიანიც მოეყენებინა. თუმცა,
ყველას გასაკვირად, ბოლომდე დაგვემორჩილა და დაგვეხმარა კიდეც."- ამბობს ერთ-ერთი მაშველი გიდი ლეინა ტეილორი.

Zooclub

განთავისუფლებული სპილო რამდენიმე წუთი იწვა გაუნძრევლად, ხოლო შემდეგ ტყისკენ გაუჩინარდა.

ასევე იხილეთ:

ცხენი საფლობში იხრჩობოდა, მაგრამ პატრონმა მის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა

ის 5 დღე დარბოდა გაყინული ტბის ზედაპირზე, თუმცა, გამოსვლას ვერ ახერხებდა

კიდევ ერთი ადამიანობის მაგალითი, რომელიც გულს გაგითბობთ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?