კიდევ ერთი ადამიანობის მაგალითი, რომელიც გულს გაგითბობთ
კიდევ ერთი ადამიანობის მაგალითი, რომელიც გულს გაგითბობთ
უპატრონო ძაღლი მეტროს ბაქანზე დაბნეული დარბოდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა. უეცრად ფეხი დაუცდა და რელსებში ჩავარდა.

ინციდენტი მოსკოვის მეტროში მოხდა. მატარებლის მოსვლამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი, ძაღლი ამოსვლას ვერ ახერხებდა. გაჩერებაზე უამრავი ადამიანი იყო, ისინი დაბნეულნი ადევნებდნენ თვალს, არ იცოდნენ, როგორ დახმარებოდნენ საცოდავ ცხოველს. სასიკვდილოდ განწირული ძაღლი პოლიციელმა - ვლადისლავ პოტატუევმა გადაარჩინა. ის უეცრად ჩახტა რელსებზე, ხელში აიყვანა დიდი შეშინებული ძაღლი და სასწრაფოდ აიყვანა ბაქანზე.

"აუცილებლი იყო, რომ სწრაფად მემოქმედა, რადგან მატარებელი უკვე მოდიოდა. ყველა ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას."-
ამბობს ვლადისლავი.

ამ ამბავს ისტორიასაც ვერ დავარქმევდით - ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, ეს კიდევ ერთი მაგალითია
ცხოველებისადმი თანაგრძნობის, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში არც ისე მრავლად არის.

ასევე იხილეთ:

მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს

მათთვის, ვისაც ლამაზი ისტორიების კითხვა უყვარს

კაცმა ტყეში ხელნაკეთი კარავი ნახა. ის, რაც შიგნით დახვდა, ენით ვერ აღიწერება
faSistebis sayuradRebod!
აქ ეროვნება არაფერ შუაშია! ადამიანები ყველგან არიან-ფაშისტები არა მაქვს მხედველობაში! და იმათ კი, ვინც ეროვნების მიხედვით შეუძლია ადამიანს ცუდი უსურვოს: შვილები გეზრდებათ ალბათ და უფალს ნუ განარისხებთ, ჯობს
manana-sh
საერთოდ საზღვარგარეთ რომ უფრო ზრუნავენ ცხოველებზე ვიდრე საქართველოში ეს არის რეალობა! იქ მეტწილ ოჯახებში ახალშობილებთან ერთად ცხოვრობენ ცხოველები, აქ კი რამდენჯერ ჩემთან არ გამოუშვიათ ბავშვები, ,,მაგას ცხოველები ყავს და კატის და ძაღლის ბეწვი საშიშიაო", - აი ეს არის რეალობა, ბავშვობიდან რომ აძულებენს ცხოველებს
ირმა
არა მქროლავო ტროლო,რასობრივი ნიშანი რა შუაშია,საკუთარი თვალით ბევრჯერ მაქვს ნანახი,მოხუცი რუსი ბებოები როგორ კვებავენ უპატრონო ძაღლებს და კატებს სადილის ნარჩენებით,ჩვენები კი მორჩენილ სადილს ნაგავში ყრიან.ესეა თბილისში,სხვაგან არ ვიცი რა ხდება.
მსქროლავი ტროლი
ორივე კომენტარის ავტორი ცდილობთ ცხოველებისადმი სიყვარული რასობრივი ნიშნით ახსნათ - აი, ეს არის რეალობა.....
aleko
ხშირად ცხოველები ჩვენზე "ადამიანურები" არიან. რუსებს მართლაც ძალიან უყვართ ცხოველები, ეს სასიამოვნო რეალობაა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?