ცხენი საფლობში იხრჩობოდა, მაგრამ პატრონმა მის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა (+ფოტო)
ცხენი საფლობში იხრჩობოდა, მაგრამ პატრონმა მის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა (+ფოტო)
დედა-შვილი სანაპიროზე ცხენით სეირნობდა და წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი სასიამოვნო დღე შეიძლება, ნამდვილ კოშმარად ქცეულიყო.

მელბურნელი (ავსტრალია) ნიკოლ გრეჰემის ცხენი, 18 წლის ასტრო, საფლობში ჩავარდა. მას მიჰყვა ქალიშვილის ცხენი, რომლის გაფრთხილებაც ვერ შეძლეს. ნიკოლმა მოახერხა ქალიშვილისა და მისი ცხენის სამშვიდობოს გამოყვანა, მაგრამ ასტრო საფლობში ჩარჩა.

3 საათის განმავლობაში, ქალი ცდილობდა, ცხოველს მყარ მიწაზე გამოსვლაში დახმარებოდა. თუმცა, დახმარების მოსვლამდე, მძიმე წონის გამო, ორივე უფრო მეტად ჩაითრია საფლობმა.

მას მერე, რაც ქალიშვილი ცხენთან ერთად ამოიყვანეს, ნიკოლი ასტროსთან, მის დასამშვიდებლად დარჩა. მათ უნდა მოესწროთ გამოსვლა, სანამ
მოქცევა საფლობში ჩაფლულ ცხენამდე მიაღწევდა. მეზობლად მცხობრებმა მაშველებმა, ვეტერინარებმა და ფერმერებმა გაჭირვებაში ჩავარდნილებს ცხენის გადასარჩენად
ტრაქტორი შესთავაზეს.

ასტროს დამაწყნარებელი გაუკეთეს იმისათვის, რომ აღარ დაეხარჯა ძალები მანამ, სანამ მათ გდარჩენას ცდილობდნენ. მაშველებმა სხვადასხვა ხერხი სცადეს, მათ განკარგულებაში შვეულმფრენიც კი იყო, მაგრამ ამოყვანა ვერაფრით შეძლეს. საფლობი ჭაობივით ითრევდა.

ყველა ცდილობდა სწრაფად ემუშავა, რადგან მოქცევა სულ უფრო ახლოვდებოდა. საბოლოოდ, ყველა ცდა წარმატებით დასრულდა და ასტრომ საფლობიდან თავის დაღწევა შეძლო. სამშვიდობოზე გამოსვლისთანავე გადაღლილი ცხოველი მიწაზე დაეცა.

აუცილებელი დასვენების შემდეგ, ყველა საფლობის ჭუჭყისგან გასუფთავდა და სახლისაკენ გაეშურა.

ნიკოლ გრეჰემი ცხენების კბილების მკურნალობითაა დაკავებული და 10 ცხენიჰყავს. მისი სიტყვებით, იმ 20 წლის მანძილზე, რაც ამ ცხოველებითაა გატაცებული, მსგავსი არასდროს შემთხვევია. ამ ქალბატონის დამოკიდებულება თავისი ცხოველებისადმი უბრალოდ გასაოცარია - ყველას არ შეუძლია ცხოველის საკუთარი სიცოცხლის ფასად გადარჩენა.

იხილეთ ფოტოგალერეა

maia
ცრემლები წამომივიდა,წარმომიდგენია როგორ განიცდიდნენ ორივე ამ შემთხვევას.გამიხარდა რომ გადაარჩინეს ულამაზესი ცხოველი:)
თეა
მცოცავი ქვიშა ეს არის - зыбучие пески, რომელიც უდაბნოშია და მშრალ ქვიშას ეძახიან. ხოლო трясина - ეს არის საფლობი! რომელიც არც ჭაობია, არამედ სანაპიროზეა, სველი მიწა, ტალახი, რომელიც ითრევს ისევე,როგორც ჭაობი და ამის ერთადერთი ნამდვილი თარგმანი საფლობია (შემოწმებული საქართველოში ერთადერთი სრული სამტომეულის მიხედვით, რომელშიც არის ამ ადგილის (ТРЯСИНА-ს) 3 თარგმანი: ლიამპალი, ლიამწოვი, საფლობი. ამიტომ ამ შემთხვევაში ღომში კი არა და - საფლობში :) :) .. გაიხარეთ! :) :*
El Niño
საფლობში არა ღომში :-D მცოცავი ქვიშა ჰქვია მაგ "საფლობს" ქართულად.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?