თუ თქვენს ძაღლს ფეხსაცმელი პირველად აცვია, ასეთ დროს ვარჯიში მნიშვნელოვანია, როგორც შინაურ ცხოველისთვის, ისე პატრონისთვის. პირველ დღეებში შეგიძლიათ ოთხფეხა ბინადარს ფეხსაცმელი 15-20 წუთი მოარგოთ. დასაწყისისთვის, აუცილებელია სეირნობისას ყურადღებით ყოფნა, რადგან უცხო საგანი ძაღლს დისკომფორტს შეუქმნის და მის გახდას შეეცდება.
თუ თქვენი ბინადარი ერთი კვირის ვარჯიშის შემდეგაც კი უარს ამბობს ფეხსაცმლით სიარულზე, მოგიწევთ, მისთვის შეიძინოთ სპეციალური თათის ბალიშების დამცავი
რაც შეეხება, ძაღლის ტანსაცმლის სხვა ელემენტებს, ისინი აქტუალურია პატარა ზომის ძაღლებისთვის: მათი კანის საფარი (თივთიკის ქვემოთ) არ ფორმირდება სწორად, რაც ცივ ამინდში დისკომფორტს უქმნის. გრძელბეწვიან და კანის სქელი საფარის მქონე ჯიშებს დამატებითი დაცვა სიცივის დროს არ სჭირდებათ, ამიტომ მათთვის ქურთუკის ყიდვა არ ღირს, თუმცა, შეგიძლიათ, შეიძინოთ წყალგაუმტარი კომბინიზონი, რათა ტალახსა და წვიმაში ცხოველის ბეწვი არ დაისვაროს.
"როდესაც ძაღლს ზამთარში რაიმეს ვაცმევთ, ძირითადი ამოცანა მისი ქარისგან დაცვაა. ამიტომ, ხშირ შემთხევაში, საკმარისია ე.წ. თბილი უნაგირი, რომელიც სიცივისგან ზურგს და თირკმელებს დაიცავს", - განმარტავს სპეციალისტი.

ასევე იხილეთ:
7 რჩევა, თუ როგორ ვიზრუნოთ ძაღლზე ზამთარში
როგორ განვსაზღვროთ ძაღლის ასაკი კბილების მიხედვით?
ყველაზე საინტერესო კითხვა ძაღლის მფლობელთათვის - რამდენად ხშირად უნდა დავბანოთ ჩვენი შინაური ცხოველი?