იმისათვის, რომ თათები არ დაეწვათ: ავსტრიაში ძლიერი სიცხის გამო, პოლიციაში მომსახურე ძაღლებს ფეხსაცმელი ჩააცვეს
იმისათვის, რომ თათები არ დაეწვათ: ავსტრიაში ძლიერი სიცხის გამო, პოლიციაში მომსახურე ძაღლებს ფეხსაცმელი ჩააცვეს
ავსტრიის დედაქალაქში პოლიციაში მომსახურე ძაღლები სპეციალური ფეხსაცმლით ივლიან, რათა ძლიერი სიცხის დროს თათები ასფალტზე არ დაეწვათ, აცხადებს ვენის პოლიციის პრეს-სამსახური Facebook -ის საკუთარ გვერდზე.

ბოლო დღეებში ქვეყანაში ტემპერატურამ 36 გრადუს გადააჭარბა. შუა დღეს მზე ასფალტს  იმდენად აცხელებს, რომ შესაძლოა, ძაღლებმა თათების დამწვრობა მიიღონ.

ავსტრიის პოლიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სანამ ისინი პატრულირებაზე ან დავალების შესასრულებლად ქალაქში გავლენ, ცხოველები თავიანთ თათებზე უცხო სხეულს  უნდა შეეჩვიონ. ყოველი კინოლოგი თავად წყვეტს, ჩააცვას თუ არა ოთხფეხა მეგობარს ფეხსაცმელი - ეს დამოკიდებულია, თუ როგორ შეეგუება ძაღლი მას.

Zooclub

გარდა
ფეხსაცმლისა, მომსახურე ძაღლებს სპეციალური აბაზანაც მოუწყეს, სადაც მათ, დამღლელი სამუშაოს შემდეგ, გაგრილება შეეძლებათ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?