როგორ განვსაზღვროთ ძაღლის ასაკი კბილების მიხედვით?
როგორ განვსაზღვროთ ძაღლის ასაკი კბილების მიხედვით?
არსებობს რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ უნდა გაიგოთ ძაღლის ასაკი. მათ შორის ყველაზე ეფექტურია მისი კბილების მდგომარეობის შემოწმება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლება.

ადრეულ ასაკში სარძევე კბილები იცვლება მუდმივით, ხოლო დროთა განმავლობაში ისიც ზიანდება და ცვდება. ამ სახით, ცხოველის კბილის მდგომარეობით შესაძლებელია მისი ასაკის გაგება, თუმცა, რას უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება?

ჩვეულებრივ, დიდი ზომის ძაღლები დაახლოებით 10-12 წლამდე ცოცხლობენ, ხოლო საშუალო ზომის, პატარა ან მინიატურული ჯიშების სიცოცხლის ხანგრძლივობა შედარებით მეტია.

მათი არსებობა შესაძლოა, დავყოთ 4 ძირითად ეტაპად. ყოველი დიდი პერიოდი კი
დაყოფილია მოკლე ინტერვალებით, რომელიც ხასიათდება კბილების შესაბამისი ცვლილებით.

გადავხედოთ, თუ როგორ იცვლება ძაღლის კბილები ასაკის
მატებასთან ერთად.


ცხოვრების პირველი დღეებიდან 4 თვემდე - ლეკვის კბილები ზრდას ამ პერიოდის დასაწყისიდან იწყებს, ხოლო დასასრულს იწყება კბილების ცვლა:

30 დღემდე - სარძევე კბილები იზრდება;

45 დღემდე - სარძევე კბილები სრულიად ამოსულია;

45-დან 4 თვემდე - იწყება სარძევე კბილის რყევა და ცვენა.



4-დან 7 თვემდე იზრდება მუდმივი კბილები:

4 თვიდან გამოცვლილი სარძევე კბილის ადგილას ამოდის ძირითადი;

5 თვიდან ჩნდება საჭრელი კბილები;

5,5 თვიდან ამოდის საღეჭი კბილები;

6-7 თვიდან იზრდება ზედა და ქვედა ეშვები.



7 თვიდან 10 წლამდე - კბილები ნელა, ეტაპობრივად ცვდება და ზიანდება:

7-9 თვე - ამ პერიოდში ძაღლს სრულად ეზრდება მუდმივი კბილები;

1,5 წლიდან ილესება ქვედა ყბის წინა კბილები;

2,5 წლიდან ილესება ქვედა ყბის შუა კბილები;

3,5 წლიდან ილესება ზედა ყბის წინა კბილები;

4,5 წლიდან ილესება ზედა ყბის შუა კბილები;

5,5 წლიდან ილესება ქვედა ყბის უკანა კბილები;

6,5 წლიდან ილესება ზედა ყბის უკანა კბილები;

7 წლიდან წინა კბილები იღებს ოვალურ ფორმას;

8 წლიდან ეშვები ხუნდება/ცვდება;



10 წლიდან, ხშირ შემთხვევაში,  ძაღლს წინა კბილები პრაქტიკულად  აღარ აქვს.


10-დან 20 წლამდე - კბილების გაცვეთა და ჩამოშლა:

10-დან 12 წლამდე - წინა კბილების სრული დაკარგვა.

20 წელამდე - ეშვების დაკარგვა (შენიშვნა: სავარაუდო  ასაკი).

ძაღლის ასაკის დასადგენად შეგიძლიათ, იხელმძღვანელოთ ზემოთ მოცემული ცხრილით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოველს კბილები შესაძლოა დაზიანდეს და მოსტყდეს ისევე, როგორც ადამიანს. 

ეჭვის შემთხვევაში, შინაური ცხოველის ზუსტი ასაკის დასადგენად მიმართეთ ვეტერინარს. ამგვარად, მიიღებთ არა მარტო ზუსტ ინფორმაციას, არამედ გამოცდით საკუთარ თავს, თუ რამდენად სწორად დაადგინეთ ცხოველის ასაკი.

ასევე იხილეთ:

5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?

ძაღლის მშობიარობა და პრობლემები, რამაც ლეკვების გაჩენამდე შესაძლოა, თავი იჩინოს

რატომ უკეთებენ ზოგიერთი ჯიშის ძაღლს კუდის კუპირებას?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?