ავსტრალიაში დაიჭირეს უძველესი სახეობის ზვიგენი, რომელსაც 300 კბილი აქვს
ავსტრალიაში დაიჭირეს უძველესი სახეობის ზვიგენი, რომელსაც 300 კბილი აქვს
ავსტრალიელმა მეთევზეებმა იშვიათი თევზი დაიჭირეს. როგორც News.com.au იუწყება, იგი ე.წ. გოფრირებული ზვიგენების უძველეს სახეობას მიეკუთვნება.

“საშინელი ქმნილებაა. ნამდვილად არ ღირს მათზე ძილის წინ ბავშვებს მოუყვე”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მეთევზემ.

თევზი შეისწავლეს. მეთევზეებმა დაადგინეს, რომ ზვიგენის სხეული 2 მეტრს აღწევს, ხოლო პირში 25 რიგად განლაგებული 300 კბილი აღმოუჩინეს.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მეთევზეების ასოციაციის წარმომადგენლის, საიმონ ბოაგის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უძველესი სახეობის ზვიგენი ავსტრალიის ნაპირებთან აღმოჩნდა.

ლაბადიანი ზვიგენი პირველად გერმანელმა იხტიოლოგმა, ლუდვიგ დოდერლაინმა იაპონიაში აღმოაჩინა 18790-1881 წლებში.

თევზი ატლანტისა და წყნარი
ოკეანის ტროპიკულ და ზომიერ წყლებში, 600-1000 მეტრი სიღრმეში ბინადრობს.

მის ძირითად რაციონს კალმარი წარმოადგენს. ადამიანისთვის
იგი არ არის საშიში. ზვიგენი მთელი წლის განმავლობაში მრავლდება. ცოცხლად მშობიარეა, ხოლო ნაყოფს მუცლით სამწლინახევრის განმავლობაში ატარებს.

ეს სახეობა დაახლოებით 95 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. თევზი გველისა და ზვიგენის ნარევს გავს (მთელი თავისი არსებობის მანძილზე არსებული სახეობის წარმომადგენლების გარეგნობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?