ძაღლის საწვიმარი და ამოტრიალებული ქოლგა: დავიცვათ ჩვენი მეგობრები წვიმისგან
ძაღლის საწვიმარი და ამოტრიალებული ქოლგა: დავიცვათ ჩვენი მეგობრები წვიმისგან
არ არის სასიამოვნო, როდესაც ცხვირზე წვიმა წვეთავს. ძაღლებს ისევე, როგორც ჩვენ, არ უყვართ საშინელი წვიმიანი ამინდი და ოცნებობენ სიმშრალესა და კომფორტზე. როგორ დავიცვათ ისინი?

ზოგი სკეპტიკოსი იტყვის, რომ ეს აზრსმოკლებულია და ძაღლს არ სჭირდება “გააადამიანება”, რომ მგლები და ძაღლები წვიმაში თუ თოვლში გარეთ არიან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ძაღლები, განსაკუთრებით ჯიშიანები, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. ზოგი ძაღლი ხშირად ცივდება, ასეთ ძაღლებს დაცვა აუცილებლად სჭირდებათ.



Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

საწვიმარი ნებისმიერი გემოვნებით:
ბევრი ადამიანი ძაღლების საწვიმრებით სარგებლობს. ახლა მოდაშია ჭრელი “ტანსაცმელი” -კომბინიზონები, თუ მოსასხამები. ხშირად
ადამიანები თავისთვის და ძაღლებისთვის ერთნაირ საწვიმარს უკვეთავენ.


გამჭვირვალე საწვიმარი

არის კაპიშონიანი ვარიანტები


საწვიმარის არჩევისას განსაკუთრებული
მნიშვნელობა უნდა მიაქციოთ მატერიას, რომლისგანაც შეკერილია - ის არ უნდა ისრუტავდეს სისველეს. აუცილებელია ჰქონდეს სარჩული, რაც სითბოს შეინახავს. ცივ ამინდებში სჯობს თბილსარჩულიანი საწვიმრით ისეირნოთ.

Zooclub

ძაღლებს საწვიმრით კომფორტს შეუქმნით ნებისმიერი ამინდის შემთხვევაში. ის ბედნიერად ირბენს გუბეებში, თქვენ კი ამ მდროს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სრულიად მშვიდად იქნებით.

საწვიმრით ერთდროულად რამოდენიმე პრობლემას გადაჭრით. დამცავი მატერია დაიცავს თქვენს ბინადარს გაციებისგან, ხოლო თქვენ კი ყოველი სეირნობისას ჭყაპის შემდეგ არ მოგიწევთ ძაღლისთვის აბაზანის მომზადება.


ქოლგა უკუღმა

არის შედარებით ორიგინალური ვარიანტიც - ქოლგა, რომელიც თითქოს ქარმა ამოატრიალა. ასეთი მოწყობილობა განსაკუთრებულად იმ პატრონებისთვისაა მისაღები, რომელთა ცხოველებიც კატეგორიულად არ იღებენ არანაირ ტანსაცმელს. ამასთან, საწვიმრისგან განსხვავებით, ქოლგები ძაღლს მთლიანად იცავენ.

Zooclub

ამ მოწყობილობის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა მის სახელურ-საბელში მდგომრეობს (70 სმ. სიგრძის), რომლის ბოლოც ძაღლის საყელურზე მაგრდება.


დამცავი ფეხსაცმელი

წვიმისა და ჭუჭყისგან დასაცავად შეგიძლიათ კიდევ ერთი შესაძლებლობა გამოიყენოთ - ეს სპეციალური ფეხსაცმელებია, რომელიც წყალგაუმტარი მასალისგანაა დამზადებული. ეს ფეხსაცმელები განსაკუთრებით გრძელბეწვიან ჯიშებს უხდებათ.

Zooclub

Zooclub

ფეხსაცმელების შეძენისას დაუკვირდით, რომ მასალა იყოს ელასტიკური და არ ქონდეს შიგნით ბევრი ნაკერი.

Zooclub

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?