7 რჩევა, თუ როგორ ვიზრუნოთ ძაღლზე ზამთარში
7 რჩევა, თუ როგორ ვიზრუნოთ ძაღლზე ზამთარში
ძაღლის მეპატრონეთაგან ბევრს ჰგონია, რომ ვინაიდან მათ მეგობარ ოთხფეხას ბეწვიანი ტყავი აქვს, ადამიანებთან შედარებით, ისინი სივიცის უფრო ამტანები არიან. ეს შემთხვევა სულაც არ არის სწორი. როგორც ჩვენ, ეს ქმნილებებიც შეჩვეულნი არიან დახურული სივრცის სითბოს და ცივი ამინდი მათთვისაც რთული ასატანია. როგორც არ უნდა ფიქრობდეთ ზამთარზე, ერთი უდავოა, რომ ამ სეზონზე ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებს მოფრთხილება სჭირდებათ.

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს განსხვავებული მოთხოვნები და საჭიროებები აქვთ. ამასთანავე, ყველა ძაღლი ინდივიდუალურია. თუმცა, ქვემოთ მოყვანილი რჩევები ყველა შემთხვევაში გამოგადგებათ.

1. ზოგიერთი ძაღლი ბუნებამ დააჯიდლოვა სქელბეწვიანი სამოსით, რომელიც მათ
დაბალი ტემპერატურის ამინდშიც კი ბუნებრივად ათბობს. თხელბეწვიან ძაღლებს კი ზამთარში გარეთ სეირნობისას ქურთუკი ან სვიტერი
ესაჭიროებათ, რათა სიცივემ არ იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე. თუმცა, რაც არ უნდა მყუდრო იყოს ქურთუკი, იგი ვერ იცავს ძაღლის ყურებს, კიდურებსა და კუდს. აქედან გამომდინარე, ნუ ამყოფებთ დაბალბეწვიან ოთხფეხას დიდხანს გარეთ სუსხიან თუ ყინვიან ამინდებში.

2. ეცადეთ, თქვენი ოთხფეხა არ გაასეირნოთ დილით ძალიან ადრე. ასევე, მოერიდეთ მის გარეთ გაყვანას გვიან საღამოს. უმჯობესია, თუ მას დღის მზიან შუალედში გაასეირნებთ. მზის სხივები, როგორც ძაღლს, ასევე თქვენც მოგაწვდით D ვიტამინს.

3. ზამთარში ნებისმიერი სისქის მქონე ბეწვის ძაღლს შეიძლება შესცივდეს, ვინაიდან მათი ყურები, თათები და კუდი ადვილად იყინება. წაიყვანეთ თქვენი ძაღლი გარეთ ხშირად, მაგრამ როცა ტემპერატურა დაბალია, შინ მალევე დაბრუნდით. დააკვირდით, გამოხატავს თუ არა იგი, რომ სცივა. თუ შენიშნავთ, რომ იგი ცახცახებს, მღელვარება ეტყობა ან წკმუტუნებს და თამაშს წყვეტს, დროა, სახლში შეიყვანოთ.

4. როგორც ჩვენ შეიძლება ტერფზე გაგვიჩნდეს ნახეთქები, ასევე შეიძლება დაემართოს ძაღლსაც. თუ თქვენს ძაღლს ბეწვიანი ტერფი აქვს, მაშინ აუცილებელია ამ ბეწვის შეჭრა, რომ ფეხის გულის გაყინვა ავარიდოთ თავიდან. ზამთარში თათების მოსავლელად შეარჩიეთ სპეციალური წინდები ან ფეხსაცმელები.

5. თუ თქვენი ძაღლი ზამთარში გარეთ თამაშობს, სითბოს შენარჩუნებითვის შესაძლოა მეტი კალორია დასჭირდეს. ძაღლის ორგანიზმმა კი მეტი ენერგია რომ გამოიმუშავოს, აუცილებელია, გაიზარდოს მისი კვების რაციონი.

6. ზამთრის ცივ დღეებში, გარეთ ყოფნის დროის შეზღუდვის გარდა, ეცადეთ, არ დატოვოთ თქვენი ოთხფეხა ცივ იატაკზე. მოაწყვეთ მისთვის თბილი გარემო, სადაც იგი შეძლებს მყუდროდ დაძინებას თუ დაჯდომას. მოარიდეთ ძაღლი უხალიჩო იატაკს, ცივ მეტლახს, ორპირს. შეგიძლიათ, შეიძინოთ მისთვის დამზადებული სპეციალური საწოლი. თუკი ხარისხი გაყოვნებთ, შეგიძლიათ, არჩევანი თამამად ქართული ბრენდის Luxary Animals-ის საწოლებზე შეაჩეროთ.

7. ადამიანების მსგავსად, ძაღლების კანზეც მოქმედებს მშრალი და ცივი ამინდები.ზამთრის ცივ თვეებში ჯანმრთელი ტყავისა და კანის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ, შეარჩიოთ მაღალი ხარისხის ისეთი საკვები, რომლებიც შეიცავს ომეგა3 და ომეგა-6 მჟავებს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?