ყველაზე საინტერესო კითხვა ძაღლის მფლობელთათვის - რამდენად ხშირად უნდა დავბანოთ ჩვენი შინაური ცხოველი?
ყველაზე საინტერესო კითხვა ძაღლის მფლობელთათვის - რამდენად ხშირად უნდა დავბანოთ ჩვენი შინაური ცხოველი?
ინტერნეტ სივრცეში არა ერთი რჩევა არსებობს, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავბანოთ ჩვენი შინაური ცხოველი. პასუხი ძირითადად ასეთია - "დაბანეთ ძაღლი წელიწადში დაახლოებით 2-3-ჯერ", თუმცა, მსგავსი მოსაზრება ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მოძველებულია. დრო იცვლება, დღეს არსებობს ძაღლის არა ერთი სახეობის შამპუნი და ბალზამი, რომლებიც ადამიანისთვის დაბანის საშუალებების მსგავსად, არ შეიცავს აგრესიულ ქიმიურ საშუალებებს. ეს კი ნიშნავს, რომ ცხოველის კანი არ გამოშრება და ბეწვს სასარგებლო შემცველობას (ზეთოვანი მასა) არ დაუკარგავს.

როგორ წესი, ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ თუ ძაღლს ხშირად დავბანთ, მისი ბეწვი სასარგებლო,
ბუნებრივად წარმოქმნილ ზეთოვან მასას დაკარგავს, თუმცა, ამ შემთხვევაში მაგალითად უნდა ავიღოთ ადამიანის თმა - წარმოიდგინეთ,
რა დაემართება თმას, თუ მას დიდი ხნის განმავლობაში არ დაიბანთ! ის გახდება ცხიმიანი, რა თქმა უნდა, ამას ჩვენთვის რაიმე სარგებელი არ მოაქვს. სწორედ ამიტომ, ადამიანები ხშირად ვიბანთ თმას.

პასუხი კითხვაზე "რამდენად ხშირად დავბანოთ ძაღლი?"

ძაღლი ცხოვრობს ბინაში ან ეზოში? მას თქვენს საწოლში სძინავს? თუ ძაღლი ბინაში ცხოვრობს და მეტიც, თქვენს საწოლში სძინავს, დიდი ალბათობით, ხშირად დაბანთ, თუმცა, ეს დამოკიდებულია მის ჯიშზეც.  როგორც წესი, ძაღლის წყლის პროცედურა შეიძლება განსაზღვრული იყოს კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ. 

თუ ძაღლი ხშირად წვება საწოლში ან სავარძელში, დიდი ალბათობით, პატრონი ცდილობს, რომ ავეჯის ზედაპირი არ დაბინძურდეს. სწორედ ამაშია მთავარი აზრი: შესაძლოა, ძაღლის ბეწვი ცოტა გამოშრეს, მაგრამ შედეგად, ცხოველი სუფთა, მისი მოფერება კი სასიამოვნო იქნება.

რომელი ჯიშის ძაღლი გყავთ? ძაღლის უხეში ბეწვიდან გაცილებით კარგად სცილდება ჭუჭყი, ვიდრე იმ ძაღლს, რომელსაც ფაფუკი ბეწვი აქვს. მაგალითისთვის ავიღოთ უხეში ბეწვის მქონე ჯიში შელტი, მისი დაბანა თვეში ერთხელ საკმარისია, მაგრამ იორკშირული ტერიერი, რომელსაც ფაფუკი ბეწვი აქვს, შეიძლება დავბანოთ კვირაში ერთხელ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუფთა ძაღლი ყოველთვის თავს ბედნიერად გრძნობს.

თუ ოჯახის რომელიმე წევს ცხოველზე ალერგია აქვს: ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია ძაღლის ხშირად დაბანა. ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ძაღლს რეგულარული ბანაობისას შორდება ქერტლი, რომელიც უხვად გროვდება მისი ბეწვის ძირში. უმეტესობა მათგანს, ვინც ცხოველისგან ალერგიით იტანჯება და თავის ბინადარს იშვიათად აბანავებს, სხვადასხვა ალერგიული გართულებები აქვს.

გახსოვდეთ, რომ ალერგიას ცხოველის ბეწვი არ იწვევს, ამის მიზეზი მის თივთიკში დაგროვებული მიკრონაწილაკებია, რომლებსაც ძაღლი/კატა მოძრაობისას ჰაერში ფანტავს.

როგორია თქვენი ძაღლის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი? თქვენ ასეირნებთ ძაღლს პარკში, ნებას რთავთ ითამაშოს ქვიშაში, დარბის ბალახებში ან უბრალოდ ძალიან მოსწონს მტვერში გორაობა... თუ ძაღლი სრულფასოვნად ცხოვრობს, დიდი ალბათობით ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან, რომელიმე ძალიან მოსწონს და არც ისე იშვიათად ხვდება მსგავს სიტუაციაში. ეს კი ნიშნავს, რომ ის ხშირად საჭიროებს დაბანას. შედეგად, მისი ბეწვი შედარებით გამოშრება, მაგრამ ის იქნება სუფთა.

ღიზიანდება თუ არა ხშირად თქვენი ძაღლის კანი? ადამიანისგან განსხვავებით, რომლის ორგანიზმსაც უნარი აქვს, ალერგენების წინააღმდეგ იმუნიტეტი გამოიმუშავოს ცხვირით და პირით, ძაღლები ამას აკეთებენ კანის საშუალებით. სხვა სიტყვებით თუ ავხსნით, ძაღლის კანი ყველანაირ ალერგიას ითვისებს. ყოველკვირეული ბანაობა ეფექტურია, რათა დროულად მოიშოროს ალერგენები მანამ, სანამ ისინი მისი კანიდან ორგანიზმში მოხვდებიან.

დასკვნა: ძაღლის დაბანა შესაძლებელია 3 ან 4 კვირაში ერთხელ. სტატიაში აქცენტი გაკეთებულია ძაღლისთვის განკუთვნილ თანამედროვე დასაბან საშუალებებზე, რომლებიც არ შეიცავენ ძლიერ ქიმიურ ნაერთებს, თუმცა, ხშირი დაბანის შემთხვევაში, ძაღლის ბეწვის ხარისხი მეტ-ნაკლებად უხეში გახდება. არ შეიძლება ადამიანისთვის გაკნუთვნილი შამპუნი, საპონი ან ბალზამი.

შენიშვნა
: ვეტერინარების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხშირი ბანაობა ძაღლს უქვეითებს იმუნურ სისტემას და მისი დაბანა საკმარისია წელიწადში მხოლოდ სამჯერ ან ოთხჯერ. გამონაკლისი შემთხვევებია, თუ ძაღლი ძალიან დასვრილია.


ასევე იხილეთ:

რა პერიოდულობით უნდა დავბანოთ ჰასკი და როგორ გავუწმინდოთ ბეწვი?

რამდენად სწორად აბანავებთ თქვენს ძაღლს?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?