ნიუფაუნდლენდი

ნიუფაუნდლენდი დიდი, ძლიერი ძაღლის ჯიშია, რომელსაც წყლის მაშველის დანიშნულება აქვს. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან სოციალური, ლოიალური და მოსიყვარულე ცხოველია. ნიუფაუნდლენდი "დიდი ბავშვია" , რომელსაც პატრონის კალთაში მოკალათება და მოფერება მოსწონს.
მასტიფი

მასტიფი მოდარაჯე ძაღლია, თანამედროვე მასტიფი "ნაზი გიგანტია". ეს ჯიში დიდი ზომის
გერმანული დოგი

ეს უზარმაზარი ძაღლის ჯიშია, რომლის მოვალეობაც დარაჯობაა, თუმცა, გერმანულმა დოგმა დროთა განმავლობაში თავისი მოვალეობები დაკარგა. დღეს ის ცნობილია, როგორც სულელი ჯიში, რომელსაც უყვარს თამაში და თავგადასავლები.
გერმანული დოგი საოცრად სოციალური და ნაზი ძაღლია, რომელსაც ძალიან მოსწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.
ბერნული ზენენჰუნდი

ამ გიგანტურ ჯიშს ბევრი სამუშაო აქვს, რაც მოიცავს ტვირთის ზიდვასა და ცხვრის ფარის დაცვას. ის სოციალური, თბილი ხასიათის ცხოველია, რომელსაც ძალიან მოსწონს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და ახალი მეგობრების შეძენა. ზენენჰუნდი საოცრად აქტიური ძაღლია, მას მოსწონს დიდი სივრცე და თამაში.
ირლანდიური მგლის მახრჩობელა

ამ ჯიშს ნადირობისა და დარაჯობისთვის იყენებენ. მისი დიდი გაბარიტები შოკისმომგვრელია, თუმცა, ირლანდიური მგლის მახრჩობელა საოცრად დამჯერი და სოციალური არსებაა. ის ინტელიგენტი და მშვიდი ძაღლია.
ბულმასტიფი

ბულმასტიფის შესახედაობა და სიდიდე არაერთი ადამიანისთვის შიშის მიზეზი ხდება, სწორედ ამიტომ, ის საუკეთესო დამცველად ითვლება, თუმცა, ჯიში დამჯერი და ნაზია. ის ძლიერი ძაღლია, მაგრამ მგრძნობიარე და მოსიყვარულე პატრონების მიმართ.
დიდი შვეიცარიული ზენენჰუნდი

შვეიცარიული ზენენჰუნდიც დიდი ზომის ძაღლია, რომელსაც ფერმაში მუშაობისთვის იყენებენ. ის საოცრად მოსიყვარულე, დამოუკიდებელი და ინტელიგენტია, თუმცა, მოსწონს ცელქობა. ის ოჯახიდან არჩევს ერთ წევრს, რომელზეც განსაკუთრებით შეყვარებულია. ხშირ შემთხვევაში მისი სიყვარულის ობიექტი ბავშვი ხდება.
სენბერნარი

სენბერნარი ფაქიზი ჯიშის კლასიკური მაგალითია. იგი თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა ადამიანების მიმართ, მათ შორის ბავშვების. ის მზრუნველი, ლოიალური და მოსიყვარულე ძაღლია. სწორედ ამას ითხოვს სენბერნაირის საქმიანობაც - თოვლში დაკარგული ადამიანების ძებნა და გადარჩენა. მისი გარეგნობა შესაძლოა, შიშისმომგვრელი იყოს, თუმცა, სენბერნარს კეთილი გული და თბილი ხასიათი აქვს.
ასევე იხილეთ:
10 ყველაზე რთულად გასაწვრთნელი და ჯიუტი ძაღლის ჯიში
ძაღლის 12 ჯიში, რომლებსაც სხვა ძაღლებზე მეტად ურჩევნიათ ადამიანის გარემოცვაში ყოფნა
ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ