10 ყველაზე რთულად გასაწვრთნელი და ჯიუტი ძაღლის ჯიში
10 ყველაზე რთულად გასაწვრთნელი და ჯიუტი ძაღლის ჯიში
ყველა ძაღლი დამჯერია, თუ მას სწორედ აღზრდით, ლეკვობიდან  ასწავლით ბრძანებებს და ქცევის წესებს სახლში თუ ეზოში, მაგრამ სპეციალისტები გამოყოფენ ძაღლის რამდენიმე ჯიშს რომლებიც  ინტელიგენტური თვისებებით გამოირჩევიან,  მაგრამ სიჯიუტე მათ გენებშია და მათი  წვრთნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.


ავღანური მწევარი

Zooclub

ავღანური მწევარი დამოუკიდებელი და ჯიუტი ჯიშია, რაც მის წვრთნას ართულებს, თუმცა ის თავის  დანიშნულებას საკმაოდ კარგად ართმევს თავს. რომ არა მისი თვისებები, ის ვერ ინადირებდა. ავღანური მწევარი ბოლომდე, ჯიუტად მიჰყვება მსხვერპლს, რათა პატრონს ნადავლი მიუტანოს.

ჩაუ ჩაუ

Zooclub

ამერიკული "ქენელ კლაბი" ჩაუ ჩაუს აფასებს "კატის
თვისებების" მქონე ჯიშად, რომელიც ყველანაირად ცდილობს გარშემომყოფებს თავი მოაწონოს. ის კატასავით ჭკვიანია. შესაძლოა მიხვდეს  პატრონის
მითითებებს, თუმცა გაჯიუტდეს და იგნორირება მოახდინოს.

ბესენჟი

Zooclub

ისევე როგორც ავღანური მწევარი, ბესენჟის დანიშნულებაც ნადირობაა, რომელიც დიდ დისტანციაზე მირბის, რათა პატრონს ნადავლი მოუტანოს. ის გამოირჩევა დამოუკიდებელი ხასიათით, არის უზომოდ ენერგიული და უყვარს თამაში. ბესენჟის არ უყვარს, როდესაც მიუთითებენ რა გააკეთოს, მას მხოლოდ მოფერებით თუ დაიყოლიებთ ასწავლოთ რამე.

ბულდოგი

Zooclub

ბულდოგი ყველაფერს თავის დროზე ასრულებს. მას ჩვევაში გადასდის თუ რამეს ასწავლით, მაგრამ არც ისეთი მარტივი გასაწვრთნელია. შესაძლოა ის ისეთივე სწრაფი არ არის, როგორც შოტლანდიური ნაგაზი, თუმცა ყოველთვის ცდილობს ყურადღებით იყოს გარემოპირობების მიმართ. მას უყვარს ბავშვებთან თამაში და მათ გარემოცვაში ყოფნა. ყველა თვისება რაც კი ბულდოგს დადებითი აქვს გენეტიკურად მოსდევს და არა სწავლით.

ბლუდჰაუნდი

Zooclub

კიდევ ერთი მონადირე ჯიშის ძაღლი, რომელიც ცნობილია სიჯიუტით. ის ძალიან საზრიანი ძაღლია, თუმცა მისი წვრთნა არც ისე მარტივია.

პეკინესი

Zooclub

საუკუნეების წინ პეკინესი ჩინეთის სამეფოს საყვარელი ბინადარი იყო. ის  ნერვიული ხასიათით გამოირჩევა, ამიტომ მისი გაწვრთნა საკმაოდ რთულია. მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არის საოცრად ეჭვიანი პატრონის მიმართ.

ტაქსა

Zooclub

ტაქსა ყოველთვის ცდილობს ოჯახში პირველობა შეინარჩუნოს. ის სხვა მონადირე ძაღლებივით დამოუკიდებელია, თუმცა პატრონის მიმართ საოცრად ეჭვიანი. სპეციალისტები ხშირად ხუმრობენ, რომ ტაქსა მფლობელის გაწვრთნას უფრო მარტივად შეძლებს, ვიდრე პატრონი მისას. განსაკუთრებული სიჯიუტე მას ყოველთვის თან სდევს, მაგრამ  ნაზი და დამჯერი ხდება, თუ პატრონი თბილად მოეფერება.

უელშ-ტერიერი

Zooclub

ზოგადად ტერიერების უმეტესობა ცნობილია როგორც ჯიუტი, თუმცა ინტელიგენტი ძაღლები. უელშ-ტერიერს მოსწონს თავისუფლება. მისი ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, მაგრამ განსაკუთრებულად სასაცილო ქცევები გაბრაზების საშუალებას არ მოგცემთ. უელშ-ტერიერს შეეფერება შემდეგი ფრაზა: "რატომ უნდა გავაკეთო ის, რასაც შენ მიბრძანებ ან მთხოვ?"

მწევარი

Zooclub

სპეციალისტები ჩაუ ჩაუს მსგავსად მწევარსაც კატის თვისებებით ახასიათებენ. ის დამოუკიდებელი ხასიათით გამოირჩევა. ეს ჯიში  უპირატესობას ანიჭებს გააკეთოს რაც უნდა, როცა უნდა და როგორც უნდა. მწევარი ბევრ წვრთნას მოითხოვს და ბევრ ყურადღებას, სანამ მის ნდობას მოიპოვებთ.

ბიგლი

Zooclub

ჭკვიანი მონადირე ჯიში.  წვრთნის დროს ბიგლის ყველაზე დიდი პრობლემა ყნოსვის დარეგულირებაა, რადგან მისი ცხვირში სუნის შეგრძნება მალევე ქრება, თუმცა არიან გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც ამ ამოცანას  წარმატებით ართმევენ თავს.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 10 ჯიში, რომელიც მარტივად სწავლობს ბრძანებებს

ბრძანება "ჩემთან!"

5 საშუალება, რომ ძაღლმა მოთხოვნების მიზნით ყეფა შეწყვიტოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?