ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ
ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ
ძაღლის ჯიშების უმეტესობას სითბო და მზის სხივებში ნებივრობა მოსწონს, თუმცა, არის სახეობები, რომლებიც სუსხიან ზამთარშიც კი თავს კომფორტულად გრძნობენ. თუ გიყვართ ზამთარი და დიდი თოვლი, ქვემოთ ჩამოთვლილი ძაღლის ჯიშები საუკეთესო კომპანიონობას გაგიწევენ.

ალასკური მალამუტი

Zooclub

ალასკური მალამუტი - დიდი ზომის ძაღლი, რომელიც ყინულით დაფარულ არქტიკის ტერიტორიაზე, ტვირთმზიდის ფუნქციას კარგად ასრულებს, თუმცა, იგი შეჯიბრებებშიც წარმატებით გამოდის, კერძოდ - skijoring-სა და skijoring-ში. მას ძალიან უყვარს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და რთულად ეგუება თანამოძმეებს.

ციმბირული ჰასკი

Zooclub

ციმბირული ჰასკი ჩრდილოეთის ჯიშია. მას ხშირად იყენებენ მძიმე ტვირთის
დიდ მანძილზე გადასატანად. ეს ჯიში ცივ კლიმატში თავს კომფორტულად გრძნობს. ჰასკი ბუნებით დამოუკიდებელი, თუმცა, მეგობრული
ცხოველია.

აკიტა

Zooclub

აკიტა იაპონური დიდი ზომის ჯიშია, რომლის დანიშნულებაც ნადირობაა. მისი სხეული დაფარულია ორმაგი სქელი ბეწვით, რომელიც ეხმარება სითბოს შეინარჩუნებაში, მკაცრი ზამთრის დროსაც კი. აკიტას ჯიშის ძაღლი აქტიური და პატრონის ერთგულია. ის საოცრად ლოიალურია, თუმცა, უცხო ადამიანებს უნდობლობით აკვირდება, ზოგჯერ სხვა ცხოველების მიმართ აგრესიას ავლენს.

ბერნული ზენენჰუნდი

Zooclub

ზენენჰუნდი დიდი ზომის ძალის ჯიშია შვეიცარიის ალპებიდან. მისი დანიშნულებაა დაიცვას ცხვრის ფარა. მას ძალიან უყვარს ბავშვები, საოცრად თბილი დამოკიდებულება აქვს პატრონის მიმართ. ასევე, მარტივად სწავლობს ბრძანებებს. იგი აქტიური ჯიშია.

პირენეული მთის ძაღლი

Zooclub

დიდი ზომის ჯიში პირენეის მთებიდან, რომელსაც დარაჯის დანიშნულება აქვს. მას აქვს გრძელი და მძიმე თივთიკი, რათა სუსხიან ზამთარში შეუფერხებლად იმუშაოს. ის ძლიერი, თუმცა, ალერსიანი ძაღლია. მეგობრობს ბავშვებთან და უზუმოდ უყვარს საკუთარი პატრონი.

სენბერნარი

Zooclub

დიდი ზომის, მუშა ძაღლი დასავლეთ ალპებიდან.  ეს ჯიში დამჯერია, თუმცა, თავის დანიშნულებაზე ორიენტირებული. ის კარგად ასრულებს მაშველი ძაღლის მოვალეობას. ძირითადად, ევალება თოვლში დაკარგული ადამიანების ძებნა.

ნიუფაუნდლენდი

Zooclub

კანადური ჯიში ცნობილია, როგორც წყალის მაშველი ძაღლი. მას აქვს ძალიან სქელი თივთიკი, რომელიც იცავს გაყინული წყლისგან. ის საუკეთესო კომპანიონია, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

ნორვეგიული ელკჰაუნდი

Zooclub

მონადირე ძაღლი, რომლის სამშობლოც ნორვეგიაა. მას ზამთარში  ცხენირემზე, მგელზე, დათვზე სანადიროდ იყენებენ.  ის ძლიერი და ამტანი ჯიშია. ელკჰაუნდი საოცრად სოციალური ცხოველია, რომელსაც ოჯახის წევრებთან გატარებული თითოეული წუთი ბედნიერებას ანიჭებს.

კეესჰონდი

Zooclub

კეესჰონდის ჯიში გამოყვანილია ნიდერლანდებში. შპიცის გერმანული სახეობა შექმნეს იმისათვის, რომ იყოს ოჯახის კომპანიონი. ეს ის სამუშაოა, რომელსაც კეესჰონდი საუკეთესოდ ასრულებს, რადგან მას უყვარს თამაში, არის ყოველთვის მხიარული  და თავს გრძნობს კომფორტულად, როდესაც ოჯახის ყველა წევრი მის გვერდითაა. მისი გრძელი ბეწვი ხშირ მოვლას ითხოვს. კეესჰონდი ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობს.

სამოედი

Zooclub

სამოედი რუსული წარმომავლობის ჯიში, რომელიც შპიცების ჯგუფს მიეკუთვნება. ციმბირის მომთაბარე ტომები მას მარხილის სათავედ იყენებდნენ. სამოედი საოცრად აქტიური და ჭკვიანი ჯიშია, ასევე - ძალიან კარგი ოჯახის კომპანიონი.  ლამაზი თეთრი ბეწვი იცავს ცივი კლიმატის დროს, თუმცა, მოითხოვს ხშირ მოვლას.

ტიბეტური მასტიფი

Zooclub

დიდი ზომის ჯიში, რომელიც დარაჯი ძაღლის მოვალეობას ასრულებს. ის იცავს ცხვარს, ისეთი მტაცებლებისგან, როგორებიცაა მგელი, დათვი და ჯიქი. ტიბეტი ცნობილია ცივი კლიმატით, თუმცა, მასტიფის თბილი თივთიკი, ეხმარება, ყინვის დროსაც კი, თავი კომფორტულად იგრძნოს. ტიბეტური მასტიფი ინტელიგენტი და დამოუკიდებელი ძაღლია. არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც ძაღლი არასოდეს ჰყოლია.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 7 ჯიში, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ

6 ნიშანი, რომ თქვენი ძაღლი მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვს

10 ყველაზე რთულად გასაწვრთნელი და ჯიუტი ძაღლის ჯიშ


fxiiiifxiiiiii
კავკასიური ნაგაზი რატომ არაა?იმდენი ჯიშია ასეთი,რომ ორჯერ თერთმეტი გამოვა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?