სენბერნარი
სენბერნარი
სენ­ბერ­ნარს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის შვე­ი­ცა­რი­ის ალ­პებ­ში ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ში. 200 წელ­ზე მე­ტია მი­სი სი­მა­მა­ცე ლე­გენ­დე­ბის თე­მად იქ­ცა . ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სენ­ბერ­ნა­რის წი­ნა­პა­რია მო­ლო­სი, რო­მელ­მაც სა­თა­ვე და­უ­დო მას­ტი­ფებს, ისი­ნი კი რო­მა­ე­ლებ­მა 2000 წლის წინ ჩა­იყ­ვა­ნეს ალ­პებ­ში. სა­ხე­ლი ამ ჯიშს და­ერ­ქვა წმ. ბერ­ნარ დე მენ­თო­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, რო­მელ­მაც და­ახ­ლო­ე­ბით 1000 წლის წინ ალ­პებ­ში, უღელ­ტე­ხილ­თან (დღეს მას წმ. ბერ­ნა­რის სა­ხე­ლი ჰქვი­ა), მო­ნას­ტე­რი და მოგ­ზა­ურ­თა თავ­შე­სა­ფა­რი აა­გო. ძაღ­ლი მო­ნას­ტრის ბე­რებ­მა გა­მო­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც დამ­ცვე­ლი, მეგ­ზუ­რი და სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ში დამ­ხმა­რედ სჭირ­დე­ბო­დათ. ცნო­ბი­ლი არ არის, რო­დის და­იწყ­ეს ამ ჯი­შის
გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მაშ­ვე­ლო მიზ­ნით – სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ ამ­გვარ შემ­თხვე­ვებს ად­გი­ლი ჰქონ­და XVII სა­უ­კუ­ნე­შიც. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის
თა­ნახ­მად, სენ­ბერ­ნა­რებ­მა 2 500-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე გა­და­არ­ჩი­ნეს; გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია სენ­ბერ­ნა­რი `ბა­რი~ – იგი 1800 წელს და­ი­ბა­და და თა­ვი­სი მსა­ხუ­რე­ბის 12 წლის მან­ძილ­ზე 40 ადა­მი­ა­ნი იხ­სნა. ღირ­სე­უ­ლი და სან­დო სენ­ბერ­ნა­რი კარ­გად ეპყ­რო­ბა ბავ­შვებს. ის ძალ­ზე გო­ნი­ე­რი და ად­ვი­ლი გა­საწ­ვრთნე­ლი­ა, თუმ­ცა, ბრძა­ნე­ბებს უნ­და შე­აჩ­ვი­ოთ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე, სა­ნამ მი­სი მარ­თვა და მე­თა­უ­რის ინ­სტინ­ქტე­ბის ჩახ­შო­ბა კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა.

სენბერ­ნა­რი ად­ვი­ლად უგებს ბავ­-შვებს და მომ­თმე­ნია მათთან. თუ მცი­რე ასა­კი­დან­ვე მო­ახ­დენთ მის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, პა­ტა­რა ცხო­ვე­ლების მიმართაც შემ­წყნა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

Zooclub

მონაცემები:
წარმოშობა - შვეიდარია
მთავ, დანიშნულება - ტვირთის გადაზიდვა
ტემპერამენტი - მშვიცი, ალერსიანი
სიც. ხანგრძლიივოვა - 10-11 წელი
მოვლა - ყოველდღ. ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
69 სმ
50-81 კგ
ძუ
63 სმ
45-81 კგ

სენბერ­ნა­რის მი­ერ ადა­მი­ა­ნის პოვ­ნის ბო­ლო ფაქ­ტი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1897 წლით, რო­ცა ამ ძაღლმა თით­ქმის გა­ყი­ნუ­ლი 12 წლის ბავ­შვი იპო­ვა ნაპ­რალ­ში და გონს მო­იყ­ვა­ნა. ლე­გენ­დებ­ში მოთხ­რო­ბი­ლი­ა, რომ თით­ქოს მას კი­სერ­ზე მუდ­მი­ვად ეკი­და სათბურა, მგზავ­რე­ბის გა­სათ­-ბო­ბად, თუმ­ცა, ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როებით ეს არ დასტურდება.

თათები
დი­დ, ამოზნექილ თითებს, კარ­გი გა­წე­ვის ძა­ლა აქვთ.

ბეწ­ვი
არსებობენ მოკლე და გრძელბეწვიანი ფორმები. შეფე-რილობათა სპე-
ქტრი ფართოა.

თვა­ლე­ბი
სა­შუ­ა­ლო ზო­მის და მუ­ქი ყა­ვის­ფე­რი.

სა­ხე
მოკ­ლე, კუთხ­ო­ვა­ნი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი
ძალ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვს ყნოს­ვა, ასე­ვე, ფლობს მე­ექ­ვსე გრძნო­ბას, რი­თიც იგებს მო­ახ­ლო­ე­ბულ საფ­რთხეს.

ტა­ნი
წარ­მო­სა­დე­გი, მა­ღა­ლი, ძლი­ე­რი და­კუნ­თუ­ლი კის­რი­თა და დი­დი გულ­მკერ­დით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი სწო­რი და ღო­ნი­ე­რი, უკა­ნა – ძა­ლი­ან და­კუნ­თუ­ლი.

კუ­დი
ბრტყე­ლი და ღო­ნი­ე­რი, ოდ­ნავ ზე­ვით აზი­დუ­ლი.


რჩევა:
ეს ძაღ­ლე­ბი ზედ­მე­ტად ან­ცო­ბენ და ამი­ტომ ესა­ჭი­რო­ე­ბათ რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში.
მათთვის დამახასიათებელია ყველა ქუთუთოს გადმო-ბრუნება, რის გამოც თვალებს ბოლომდე ვერ ხუჭავენ.

ტეგები
vkmrixs
iDIMj8 gswlytwuemin, [url=http://yeappdrwfvpw.com/]yeappdrwfvpw[/url], [link=http://lnstnjscypvt.com/]lnstnjscypvt[/link], http://cyyorzyvffjy.com/
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?