ძაღლის 6 ჯიში, რომლებსაც თოვლი განსაკუთრებით უყვართ
ძაღლის 6 ჯიში, რომლებსაც თოვლი განსაკუთრებით უყვართ
როდესაც ზამთარი ახლოვდება, ყინვაც იმატებს და ადამიანების უმეტესობა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს თბილ შენობებში, თუმცა, დაბალ ტემპერატურასა და თოვლს ქვემოთ ჩამოთვლილი ძაღლებისთვის დიდი სიხარული მოაქვს. თუ ცხოვრობთ იქ, სადაც ზამთარი თოვლიანია და გამუდმებით ყინვებია, ძაღლის აყვანის სურვილის შემთხვევაში არჩევანი შემდეგ ჯიშებზე შეაჩერეთ.

ალასკური მალამუტი

Zooclub

ეს დიდი, ძლიერი ძაღლის ჯიში შესანიშნავად ეგუება ყინვებს. მას აბამენ დატვირთულ მარხილში, რათა ყინულიან ზედაპირზე ტვირთი გადაიტანოს. მალამუტის ძირითადი დანიშნულება დღესაც იგივეა. მისი სხეული დაფარულია სქელი თივთიკით, რომელიც ყინვის დროს საიმედოდ იცავს. ეს ჯიში
საოცრად მოსიყვარულე და ერთგულია პატრონის მიმართ.

ციმბირული ჰასკი

Zooclub

ეს შემდეგი მარხილის მუშა ძაღლია და ციმბირის კლიმატისთვის გამოიყვანეს. მალამუტის მსგავსად, მასაც აქვს თბილი თივთიკი, რომელიც ეხმარება ცხოველს თბილი შინაგანი ტემპერატურის შენარჩუნებაში -21 გრადუსზეც კი. ჰასკი ძალიან აქტიური ჯიშია, მისი გენები ყოველდღიურ დატვირთვასა და მუშაობას ითხოვს.

ტიბეტური ტერიერი

Zooclub

თუ ეზოსთვის ეძებთ საშუალო ან პატარა ზომის ძაღლს, ტიბეტური ტერიერი საუკეთესო არჩევანია. ეს ჯიში ტიბეტში გამოიყვანეს, რათა ცივი კლიმატის დროსაც კი ეზოს უდარაჯოს. ის საუკეთესო კომპანიონი და ბავშვების დიდი მოყვარულია.

ნორვეგიული ელკჰაუნდი

Zooclub

ეს ჯიში ნორვეგიაში გამოიყვანეს, მისი ძირითადი დანიშნულება ირემზე, ლოსსა და მეტიც, მგელზე ნადირობაა. ელკჰაუნდს ყინვასა და თოვლში სქელი ტყავი და ხშირი თივთიკი იცავს.  იგი საოცრად ჭკვიანი, ლოიალური და ერთგულია პატრონის მიმართ.

სამოედი

Zooclub

ჰასკის მსგავსად, სამოედის ძირითადი დანიშნულება მარხილის სათავეში დგომაა. ეს ჯიში დიდი, ძლიერი, მაგრამ საოცრად მეგობრულია. მისი ულამაზესი თეთრი ბეწვი ყინვასა და თოვლში ძაღლის სხეულს მაქსიმალურად იცავს. სამოედი სოციალური, მეგობრული და ლოიალური ძაღლია.

სენბერნარი

Zooclub

სენბერნარი დიდი, ძლიერი ჯიშია, რომლის ძირითადი დანიშნულებაც თოვლში დაკარგული ადამიანების ძებნაა. ეს ნაზი გიგანტი თოვლით გაუვალ ალპებში მარტივად გადაადგილდება, რათა დაკარგული ადამიანები აღმოაჩინოს. სენბერნარი ასევე წარმატებით ასრულებს დარაჯისა და მცველის მოვალეობას.

ასევე იხილეთ:

ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც "დიდი ბავშვები" არიან

ძაღლის 11 ჯიში, რომლებიც ცივი კლიმატის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ

ძაღლის 8 ჯიში, რომლებიც საუკეთესო მცველები არიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?