სასაკლაოდან გადარჩენილები: სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი ძაღლის ხორცის ბაზარი დახურეს
სასაკლაოდან გადარჩენილები: სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდი ძაღლის ხორცის ბაზარი დახურეს
ცხოველთა დამცველების არაერთი პროტესტის შედეგად, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ, ქალაქ პუსანაში მდებარე ცნობილი გუპოს ბაზარი დახურა, სადაც ძაღლის ხორცის მოყვარულებს შეეძლოთ საკვებად შინაური ბინადარი აერჩიათ. ვაჭრები ძაღლებს ელექტროშოკით კლავდნენ, რათა მყიდველისთვის ახალი ხორცი გადაეცათ. ცხოველთა დამცველებმა 85 ძაღლის გადარჩენა შეძლეს, მათ წინ საშინელი წამებით სიკვდილი ელოდათ.

ქალაქ პუსანაში დაკეტილი ბაზარი იმ კამპანიის ნაწილი გახდა, რომელსაც სამხრეთ კორეის ხელისუფლება ძაღლის ხორცით ვაჭრობასა და მის საკვებად მიღების წინააღმდეგ იბრძვის. სამომავლოდ, ბაზრის ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკი გაკეთდება.

ელექტროშოკით ძაღლის მოკვლა სასტიკი პროცედურაა, რადგან სიკვდილი მხოლოდ 5
წუთის შემდეგ დგება, თუმცა, მთლიანი პროცესი 20 წუთს მოიცავს. ძაღლის ხორცის მოვაჭრეებს შორის პრაქტიკაში მიღებულია
ცხოველის გაგუდვაც. ამასთანავე, მკვლელობის პროცესი სხვა ცხოველების თვალწინ ხდება.

Zooclub

ამ ძაღლების უმეტესობამ მთელი თავისი ცხოვრება პატარა გალიებში გაატარა. მათ სპეციალურ ძაღლების ფერმაში ამრავლებენ, რათა შემდეგ გაგზავნონ ბაზარში და ხორცად გაყიდონ.

"გუპოს დახურული ბაზარი ძაღლების სასტიკი მკვლელობის დასასრულს ნიშნავს. ხელისუფლება მზადაა, დაასრულოს ნაკლებად პოპულარული ტრადიცია, რასთანაც კორეელების უმეტესობას საერთო არ აქვს. ვიცი, რომ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ოცნებაშიც ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთ დიდ ნაბიჯს გადავდგამდით,"- ამბობს ადგილობრივი ცხოველთა დამცველი ნარა კიმი.

Zooclub

ზოგიერთი ძაღლი ძალიან შეშინებული იყო და გალიიდან არ გამოდიოდა - ისინი აქტივისტებს ძალით გამოჰყავდათ.

Zooclub

"სასიამოვნო იყო პუსანას ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა. განსაკუთრებით სასიხარულოა ძაღლების გადარჩენა, რომლებიც ბაზარში მოხვდნენ, თუმცა, ცოცხლები გადარჩნენ, "- ამბობს ნარა კიმი.

2018 წელს  ნოემბერში სენონგამ-სიში ხელისუფლებამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლების სასაკლაო დახურა. ასევე, გააუქმეს უამრავი ფერმა, საიდანაც ამ სასაკლაოზე ძაღლები მიჰყავდათ. 2019 წლის დასაწყისში ქალაქის მერმა, ძაღლების სასაკლაოს ფილმის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა სასაკლაო დაიხუროს.

Zooclub

კორეელების უმეტესობა ძაღლის ხორცს არ მიირთმევს, მაგრამ შინაური ცხოველის ხორცი გაცილებით პოპულარულია ივლისში და აგვისტოში, როდესაც ადგილობრივი ტრადიციის თანახმად, ოჯახები ბოსინტანგის წვნიანს ამზადებენ.

1970-დან 1980 წლამდე გუპოს ბაზარზე 60 ძაღლის ხორცის მაღაზია მდებარეობდა, მაგრამ 1988 წელს- სეულის ოლიმპიადის შემდეგ, მისი რაოდენობა რადიკალურად შემცირდა და ამჟამად დარჩენილი 17 ობიექტიც დაიხურა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ძაღლების ფერმები, სასაკლაოები და ბაზრები ეტაპობრივად უქმდება, ცხოველთა დამცველების თქმით, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ათასი ფერმა, სადაც 2 მილიონზე მეტი ძაღლი სიკვდილს შიშით ელოდება.

Zooclub

"ბოლო დროს დავხურეთ 14 ფერმა და გადავარჩინეთ 1800 ძაღლი. ამჟამად ყველა ცოცხალი ძაღლი ბაზრიდან გამოვიყვანეთ, რომლებიც ცხოველთა თავშესაფრებში რეაბილიტაციას გადიან. ამის შემდეგ, ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ კორეაში დარჩება, ხოლო უმეტესობა აშშ-სა და კანადაში წავლენ, სადაც ცხოველთა დამცველები მზრუნველ ოჯახებს მოუძებიან,"- ამბობს კორეელი ცხოველთა დაცვის აქტივისტი.

Zooclub

"წარმატებული კამპანიის შემდეგ, მუშაობას გავაგრძელებთ მომდევნო ძაღლის ხორცის ბაზრის დახურვაზე, რომელიც ქალაქ დეგუში მდებარეობს,"- ამბობს კორეის ცხოველთა კეთილდღეობის ორგანიზაციის პრეზიდენტი ჩო ჰი კუნგი.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

ჩინეთში ძაღლის ხორცის ფესტივალიდან 2 ლეკვი გადაარჩინეს

ძაღლს ფეხზე მდგომს ეძინა, მან არ იცოდა, რა იყო საწოლი

ცხოველთა დამცველებმა "მსოფლიოში ყველაზე საშინელი" ზოოპარკის ბინადრები გადაარჩინეს

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?