ძაღლს ფეხზე მდგომს ეძინა, მან არ იცოდა, რა იყო საწოლი
ძაღლს ფეხზე მდგომს ეძინა, მან არ იცოდა, რა იყო საწოლი
ძაღლები, რომლებიც კორეის ფერმებში იზრდებიან, ყოველდღიურად განიცდიან სტრესსა და დამცირებას. თითოეული მათგანის ისტორია სულისშემძვრელი და სისასტიკით სავსეა.

რამდენიმე ხნის წინ სამხრეთ კორეაში, ხორცის ფერმიდან 200 ძაღლი გადაარჩინეს. ჰარიეთი ერთ-ერთი მათგანია. იგი 3 წლისაა და დაბადებიდან პატარა გალიის მეტი არაფერი უნახავს.

გადარჩენილი ძაღლები აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის თავშესაფრებში გადაანაწილეს.

ჰარიეთი, 14 ძაღლთან ერთად, ფლორიდის თავშესაფარში მოხვდა.

მომვლელმა შეამჩნია, რომ საცოდავი ცხოველი  რბილ საბანზე დაწოლას ვერ ბედავდა. ის თვლემდა, მაგრამ კვლავ ფეხზე იდგა. ისევე, როგორც სხვა გადარჩენილ ძაღლებს, ჰარიეთსაც უჭირს სტრესის დაძლევა,
მაგრამ მოხალისეები ყველაფერს აკეთებენ, რომ ძაღლს ცხოვრების ხალისი დაუბრუნონ.

იხილეთ ვიდეო

მომვლელები ნელ-ნელა აჩვევენ ჰარიეთს რბილ
საწოლში ძილს. მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცხოველები მზრუნველ ოჯახებში მოხვდებიან და დარჩენილ წლებს მოსიყვარულე პატრონებთან გაატარებენ.

Zooclub

სწორედ ამის მაგალითია ოქროსფერი რეტრივერი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ხორცის ფერმიდან ცხოველთა დამცველებმა დაიხსნეს. იგი დღეს მზრუნველ ოჯახში ბედნიერი განაგრძობს ცხოვრებას.

Zooclub

ასევე იხილეთ:

კიმ ჩენ ინი საკუთარ ხალხს მოუწოდებს იკვებონ ლეკვის ხორცით, მისი თქმით, ეს "სუპერ საკვებია"


სამხრეთ კორეაში ძაღლების უმსხვილეს ბაზარს დახურავენ

ეს ძაღლები გადარჩენის შემდეგ დააშორეს, მაგრამ ახლა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ!


მსქროლავი ტროლი
მარტო სამხრეთ კორეაში ჭამენ, თუ - ჩრდილოეთშიც?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?