ცხოველთა დამცველებმა "მსოფლიოში ყველაზე საშინელი" ზოოპარკის ბინადრები გადაარჩინეს
ცხოველთა დამცველებმა "მსოფლიოში ყველაზე საშინელი" ზოოპარკის ბინადრები გადაარჩინეს
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია "Four Paws"-მა "მსოფლიოში ყველაზე საშინელი ზოოპარკის" ბინადრები გადაარჩინა. ორგანიზაციამ, ალბანეთის ხელისუფლების მხარდაჭერით, ქალაქ ფერიში საფარი-პარკი საბოლოოდ დახურა. დამცველებმა საშინელი პირობებისგან გაათავისუფლეს სამი ლომი, წყლის თხა, ოთხი ირემი, მელია, ზებრა და კუ. ცხოველები ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

10 წლის ლომი, სახელად ბობი, დიდი ხანია, "მსოფლიოში საშინელი ზოოპარკის" ტყვეა

Zooclub

ბობისთან ერთად პატარა გალიაში ლომები ლენსი და ჟაკუც ბინადრობდნენ

Zooclub

ფოტოებმა, რომლებიც ფერის ზოოპარკიდან გავრცელდა, ცხოველთა დამცველების პროტესტი გამოიწვია.

Zooclub

გასულ წელს ინტერნეტ სივრცეში ფერის ზოოპარკის კადრები ფოტოგრაფმა გაავრცელა: "ცხოველები პატარა, ბინძურ გალიებში
ბინადრობდნენ. მათ საშუალება არ ჰქონდათ შემაწუხებელი მნახველებისგან დამალულიყვნენ ან სიმშვიდეში ყოფილიყვნენ", - წერს ფოტოგრაფი.

ლომები
საკუთარ ფეკალიებში ცხოვრობდნენ. მათ ელემენტარული პირობებიც კი არ ჰქონდათ, მაგალითად მტკნარი წყალი ან ბნელი ბუნაგი.

Zooclub

სამაშველო ოპერაციის დღეს, ზოოპარკის მფლობელი არ გამოჩენილა. ცხოველთა დამცველებს გალიის ბოქლომების დამტვრევა დასჭირდათ, რათა საცოდავი არსებები სამშვიდობოს გამოეყვანათ.

Zooclub

გადარჩენილი ცხოველები მკურნალობის შემდეგ ბუნებრივ პირობებთან დაახლოებულ ტერიტორიაზე იცხოვრებენ.

Zooclub

ალბანეთის ზოოპარკის ცხოველები შიმშილითა და ანტისანიტარიით იტანჯებოდნენ.

ნიდერლანდური ცენტრი Felida Big Cat Centre-ი სამი ლომისთვის ახალი სახლი გახდება. არსებული ცენტრი იმ დიდ კატებზე ზრუნავს, რომლებიც საშინელი პირობებიდან იხსნეს.

Zooclub

ცნობილია, რომ ფერის ზოოპარკში 14 ბოკვერი დაიბადა. როგორც ჩანს, ნაწილი საშინელი პირობების გამო მოკვდა, ზოგიერთი გაყიდეს, ხოლო დანარჩენი მფლობელმა მეგობრებზე გააჩუქა.

ვეტერინარები, რომლებიც ობიექტს სტუმრობდნენ, მოწმენი გახდნენ "მსოფლიოში ყველაზე საშინელი ზოოპარკისა", რომელიც კი ოდესმე უნახავთ.

Zooclub

ფოტოზე ხედავთ მგელს ძალიან პატარა გალიაში. მტაცებელი ამ ადგილზე წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

Zooclub

ალბანეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად დაიწყება და დამნაშავეები დაისჯებიან.

წყარო: thesun.co.uk

ასევე იხილეთ:

ტურისტმა გასაცოდავებული ლომი პატარა გალიაში შენიშნა, მას შემდეგ მტაცებლის ცხოვრება სრულიად შეიცვალა

ცირკის ლომები, რომლებსაც ბინძურ გალიებში და ყინვაში ამყოფებდნენ, უკრაინიდან აფრიკაში გადაიყვანეს

ცხოველთა დამცველებმა, სამხრეთ კორეაში, 200-მდე ძაღლი საშინელი პირობებისგან იხსნეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?